love? it's just big lie..

288 28 11
                                    

თოთხმეტი ივნისი, დღე, როდესაც მათ ცხოვრებას ნათელი ფერები შეეძინა

...

ოთხი ოქტომბერი, დღე, როდესაც ერთმანეთს საბოლოოდ ჩამოსცილდნენ, საბოლოოდ გაწყდა მათ შორის გაბმული, მაკავშირებელი, უხილავი ძაფი

...

4.10.2019

იმ დღეს ცას ღრუბელი არ მოშორებია, შავი ფერი ლურჯ ფერს მთლიანად დაპატრონებოდა, სრულიად მოეცვა მისი ჯერ კიდევ ამოუცნობი სამყარო, რომელიც უამრავ სიურპრიზს გვიმზადებდა

წვიმა ისე მალე წამოვიდა, ბევრმა გააზრებაც ვერ მოასწრო

გიჟებივით დარბოდნენ ქუჩაში, თავსხმა წვიმას გაურბოდნენ, ქუჩები ნისლმა მოიცვა ხალხი კი მასში უკვალოდ ჩაიკარგა

თითქოს მისთვის დრო გაჩერებულიყო, ავტობუსის გაჩერებასთან იდგა, არ ინძრეოდა, სულაც არ ადარდებდა დასველდებოდა თუ არა

მას ატკინეს, გული ნაფლეთებად უქციეს, ხელში დაიჭირეს და უმოწყალოდ გაჭყლიტეს

ყველაფერი იმ ერთადერთი ადამიანის ბრალია, ვისაც ბრმად ენდო, ვისაც ყოველ დღე თავის გულწრფელ ღიმილს ჩუქნიდა, ვინც სამყაროს ერჩივნა

ამ დღეს, სწორედ ამ დღეს დაკარგა ყველასა და ყველაფრის რწმენა

დაკარგა სიცოცხლის სურვილი

დაკარგა რწმენის სურვილი

დაკარგა სიყვარულის არსებობის სურვილი

                                 ...

18.07.2019

თბილი ამინდი იყო, ბაღში მშვიდად იჯდა და საყვარელ წიგნს გულდასმით კითხულობდა

ხალხის მასა ერთმანეთში ირეოდა, ბავშვთა კისკისის ხმა ყურში მელოდიასავით ჩაესმოდა

ხელი ჯიბეში ჩააცურა, იქიდან საშუალო ზომის ტელეფონი ამოიღო და საათს დააკვირდა

Little Bet Can Change Your Life (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora