16

253 23 20
                                    


—დავიწყოთ- მტკიცედ აცხადებს იუნგი და ნამჯუნს და ჯიმინს თავისი სტუდიისკენ იწვევს

სიმღერის ჩაწერა რამდენიმე საათს გრძელდება რა დროშიც იუნგი და ჯიმინი ერთმანეთს არ სცილდებიან, იუნგიმ უკვე ამაყად განუცხადა ნამჯუნს მისი და ჯიმინის ერთად ყოფნის ამბავი, ნამჯუნს დიდათ არც სწყენია რადგან გუშინ აქ მოსულს ერთი ბიჭი შეხვდა, ჯიმინზე არანაკლებ ლამაზი და სექსუალური, რამაც ზედმეტად მოხიბლა, მასთან გამოლაპარაკებაც კი სცადა მაგრამ ამაოდ, მან მხოლოდ ერთხელ, ალმაცერად შეათვალიერა და ზურგი აქცია ნამჯუნს კი ის ფაქტი, რომ ვიღაცას ეკიდა ძალიან აღაგზნებდა, ალბად დღეს მაინც გამოელაპარაკება მას, და თუ არა დღეს მაშინ ხვალ ან თუნდაც ზეგ, რადგან არ აპირებს ვიღაც ნარცისს უბრალოდ დანებდეს, მხოლოდ ორი დღეა რაც ნანახი ყავს და გუშინ მთელი ღამე მასზე ფიქრით გაატარა, როცა წარმოიდგენს მის დიდ ტუჩებს მასთან, მის სხეულზე, და მის მკვრივ სხეულს მის ქვეშ, უბრალოდ, სიამოვნებისგან კვდება, ჯერ მისი სახელიც კი არ იცის და უკვე ამ დღეშია, არ იცის ეს ბედია თუ არა, უხაროდეს თუ არა, რომ ასეთი ადამიანი იპოვა, ეს ფაქტი უბრალოდ აბნევს მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერია

სიმღერის ჩაწერა დაასრულეს თუ არა იუნგი და ჯიმინი ერთად წავიდნენ, ნამჯუნმა კი ბედის ცდა იმ ბიჭთან კიდევ ერთხელ სცადა, რომელზეც უკვე ორი დღეა რაც ფიქრობს

სტუდიიდან გამოვიდა და მთავარ დერეფანში დაინახა თუ როგორ იყო საქმეში გართული მაღალი სხეული, ფურცლებს ქექავდა და იქეთ აქეთ აცეცებდა თვალებს ეტყობოდა რომ რაღაცას ეძებდა, და თან ძალიან მნიშვნელოვას, ცალ მხარეს ტელეფონი მის ყურსა და მხარს შორის აქვს მოქცეული, ხელებით კი ისევ  სხვადასხვა პაპკებს ხსნიდა მთელი ინტერესით, სწრაფი ტემპით ათვალიერებდა ნამდვილად იყო თუ არა იქ ის ფაილი რომელსაც ასე გამალებით ეძებდა,
ტელეფონში მოლაპარაკე სხეულზე მთელი ძალით იყრის ჯავრს, ბოლოს კი ერთ გინებასაც უძღვნის საჩუქრად, ხმამაღლა იკურთხება და ტელეფონს გვერდით აგდებს, ამჯერად უჯრიდან იღებს ახალ პაპკებს და მის თვალიერებას აგრძელებს როცა, პატარა მოწყობილობა ისევ იწყებს წკრიალს, ტელეფონს იღებს და თანამოსაუბრისგან პასუხს ელოდება, მოლოდინი მართლდება და ის შეწუხებული ნაკვთები რომელიც მის სახეზე იყო აღბეჭდილი უეცრად ქრება იქედან და ახლა უკვე ახალი რამ ყალიბდება მის სახეზე, მშვიდად ოხრავს და თავს სკამის უკან აგდებს, ტელეფონს თიშავს მერე კი თვალებს დასვენების მიზნად ხუჭავს, ქუთუთოებს ერთმანეთზე აკრავს და მშვიდად იწყებს სუნთქავს

•in the body of another• Where stories live. Discover now