<<2>>

68 8 6
                                    


შესასვლელში გაისმა კაკუნის ხმა.. ქერა საშუალო აღნაგობისა და ათლეტური გარეგნობის ქალი ნელა მიაბიჯებდა თეთრ იატაკზე და მოთმინებით ებღაუჭებოდა საბუთებს. მას თან რამოდენიმე დაცვა მოსდევდა , ერთმა ქალს ხელიც კი ჩაავლო მაგრამ მას ეს არ ანაღვლებდა ხელი გააშვებინა და თავაწეული ისე მოაბიჯებდა დაცვას მისთვის ხელისშეშლასაც ვერ ბედავდნენ.
პირდაპირ ადმინისტრაციაში შეაჭრა .
_ ეს რა უმსგავსობააა ,თქვენ რისთვის გიხდით ფულს_დაახლოებით შუა ხნის კაცი ფეხზე წამოდგა ქალის დემონსტრაციული შემოსვლისას მაგრამ ქალმა კარს ხელი მიარტყა და დაცვას ცხვირწინ მიუხურა.
_მინ იუნგის ნახვა მინდა_მტკიცედ თქვა და მაგიდისკენ წავიდან.
_თქვენ აქ ცირკი ხომ არ გგონიათ? თანაც ნახვის საათები დასრულებულია.
_მოვითხოვ მინ იუნგი მანახოთ, მანამ არ წავალ აქედან სანამ მას არ ვნახავ, ისეც საკმარისად დიდხანს ვიცადე.
_ბარემ ხო არ დარჩებით_კაცმა ჩაიცინა_ეს ადგილი ხომ თქვენნაირებისთვისაა.
ქალს ამის გაგონებაზე მოთმინების უნარი წაერთვა, კაცს მივარდა ჰალსტუკში ხელი ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა.
_მითხარი რომელ პალატაშია ან თავად მოვძებნი.
_ღმერთო ჩემო ,კარგი გამიშვი საბუთებს გავამზადებ_ქალმა ხელი გაუშვა და იქვე სკამზე ჩამოჯდა_პაციენტის ვინ ბრძანდებით?
ქალი ცოტახანს დუმდა შემდეგ კი ცოტა არ იყოს შიშით წარმოსთქვა
_მე მისი დეიდა ვარ , ჰეჯი
_გასაგებია_კაცმა საბუთების შევსება განაგრძო ჰეჯის ხელი მოაწერია_ პალატა 56,მესამე სართულზეა მაგრამ დიდხანს ვერ შეგიშვებთ_ქალს ხმა არ გაუღია, გასაღები ხელიდან გამოგლიჯა კაცს რომელმაც ჩამოხსნაც ვერ მოესწრო კედლიდან, კარი გააღო და ფოიეში ქუსლიანების კაკუნის ხმა სიმყუდროვეს არღვევდა , პირველი სართული მომსახურე პერსონალისთვის იყო განკუთვნილი და აქ შესაბამისად სიწყნარე სუფევდა მაგრამ ქალმა როგორც კი მეორე სართულზე ავიდა მაშინვე გაისმა გამაყრუებელი თავის ამატკიებელი ხმაური .
სწრაფად ავიდა მესამე სართულზე და მოძებნა პალატა "56", გასაღები კარში შეაცურა, გასაღების გადატრიალებას ყოყმანობდა , ერთი ფეხი უკან ექაჩებოდა მეორე კი წინ გარბოდა, გულისცემა აუჩქარდა , თითქოს მისი მტკიცე ხასიათი სადღახ გაქრა, მაგრამ შეძლო ძალების მოკრეფა და კარი შეაღო.
ოთახი შეათვალიერა თუმცა და დაინახა სავარძელში ჩასვენებული ბიჭი, პატარა ცხვირი, ლურჯი თმა.
_კნუტი_გაიფიქრა ქალმა და მის ლოყებზე ბლანტმა სითხემ დაიწყო გზის გაკვლევა , ბიჭს მიუახლოვდაა ხელები სახეზე მოუსვა და შეათვალიერა.
ბიჭს შეხებაზე გამოეღვიძა მაშინვე ქალის ხელს ჩაეჭიდა და მაგრად მოუჭირა.
_არ შემეხო, არ გაბედო, არ დავლევ არაა არ მოგცემთ იმის საშვალებას რომ მოგონებები წამართვათ.
ქალის გულში ცეცხლი აინთო, ერთდროულად ბრაზის , მონატრების...თვითონაც არ იცოდა რას გრძნობდა მაგრამ ერთი რამ კარგად ესმოდა , საშინლად ტკიოდა , საშინლად ენატრებოდა.
_არა პატარავ ნუ გეშინია , მე შენი...დეიდა ვარ , შენ წასაყვანად მოვედი.
ადმინისტრაციაში:

_ასე უბრალოდ ვერ წაიყვანთ მას.
_განა ორი წელი საკმარისი არ იყო მის აქ გამოსაკეტად_ქალმა ხელი ძლიერად დაარტყა მაგიდას და იქვე დივანზე ჩაძინებულ ბიჭს გახედა.
_მე მისი მეურვე ვარ , შეხედეთ ამ საბუთებს, სრული უფლება მაქვს მისი წაყვანის და საერთოდაც სადაა დირექტორი?
....
მეორე დღე:

ბიჭი უზარმაზარი სახლის წინ იდგა აწ უკვე მის დეიდასთან ერთად და აღტაცებით ათვალიერებდა მას, საგიჟეთში ყოფნის პერიოდში ყველაფერი დაავიწყდა , წარსულიდან არაფერი ახსოვდა , ვინ იყო, რა დაემართა ,მხოლოდ სახელი ახსოვდა ისიც იმიტომ რომ თეთრებში ცაცმული ქალი სახელით მიმართავდა ოთახში შესვლისას.
_ერთი ციხიდან მეორეში_ჩაიჩურჩულა ბიჭმა , ამის გაგონებაზე ქალმა ბიჭს თავზე ხელი გადაუსვა და მიიხუტა
_ამას რატო ამბობ პატარავ?
_ვერ ხედავ ნამდვილი ციხეა ყველგან დაცვაა , ნეტა რატომ გენდე_ბიჭი უხეშად მოშორდა ქალს.
_ნუ გეშინია იუნგი..შენ სრული თავისუფლება გექნება გპირდები დაცვა ხელს ვერ შეგიშლის , ეგ შენთვის კი არა იმ ხალხისთვისაა ვინმე რომ სახლში არ შემოვიდეს და მყუდროება დაგვირღვიოს.
2თვის შემდეგ:

ბიჭმა ცხოვრების დინებას იმაზე მალე დაეწია ვიდრე ხალხს ეგონა, ყოველ საღამოს კლუბებში დადიოდა წარსულიდან არაფერი ახსოვდა და დიდად კითხვებიც არ ქონდა მხოლოდ ის იცოდა რომ მას ყავდა დეიდა რომელსაც ძალიან უყვარდა.

პარალურად:
_ადექი რა ხომ დამპირდიი_ბიჭმა ქერათმიანს საყვარლად გახედა .
_თეჰიონ კარგი რა ხო იცი არ მიყვარს მსგავსი ადგილები , ეს უბრალოდ ჩემთვის არააა.
_ჯიმინააა_შავთმიანმა ბიჭმა ქერას ხელებს ჩაებღაუჭა და ტუჩი საყვარლად გადმოაგდო_გთხოოვ
_აიიიშ....კარგი ეს ერთხელ წამოვალ
_________________________________________

ამ თავში ძაან არეულობაა თუმცა შიგადაშიგ გაერკვევით,ყველაფერს თავიდ დრო აქვს რა;)

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 26, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🌺𝖈𝖍𝖔𝖎𝖘𝖊🌺Where stories live. Discover now