~•~

109 8 12
                                    

კორეა, მეჩვიდმეტე მეთვრამეტე საუკუნე, ომიანობის პერიოდი. ათასობით დაღუპული ცხედარი, ზოგი დახვრეტილი,ზოგიც დამწვარი. სახელმწიფოს გმირები და თავდადებულები ესაჭიროება. სამშობლოსათვის თავდადებულ მეომართა რიცხვი კი მცირეა მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვან ჯარებთან შედარებით. თითო დასახლებიდან ოციოდე მეომრის წაყვანაა შესაძლებელი,მოხუცებს და ბავშვებს ინდობენ და თბილ სახლში ტოვებენ. რაღათქმაუნდა მეომრის მომზადებასაც დიდ ყურადღებას აქცევენ. არამარტო ფიზიკურ არამედ გონებრივ შესაძლებლობებსაც მაღალი საფეხური უჭირავს ჯარისკაცის შეფასებაში. ყოველი ახალგაზრდა გმირობას იბრალებს, სამშობლოს დაცვის წყურვილი აქვთ და უნდათ რომ თავი გამოიჩინონ, მაგრამ განა შესაძლებელია იყო უშიშარი? ბრძოლის ველზე ხშირად ყველაზე ძლიერიც კი ეცემა. წითლად შეღებილ მიწებზე მხდალი "გმირები" , მეომრები რომლებსაც არ შესწევთ ძალა წინ აღუდგნენ შიშსა და მომავლის მიერ მოტანილ მაცდურებას, გასაქცევს პოულობენ და გარბიან იქ სადაც გონიათ რომ თავს მშვიდად და დაუცველად იგრძნობენ. ყველაფერი სრულდება მაშინ როდესაც ნიღბის უკან ამოფარებული ადამიანების ნამდვილი სახე ვლინდება. სრულდება მათი გმირობა და მათთვის თაყვანისცემა, თუმცა დასასრული დასაწყისის დასაწყისია.

რამდენი ხანია რაღაც არ დამიწერია. ნუ არც ესაა რაღაც საოცრება . ამ ფიკის წერა სრულიად სპონტანურად დავიწყე და არც ბევრს ველი რამეს. იმედია მოგეწონებათ.  ვეცდები ყველანაირი ჩასწორება და შენიშვნა მომავალში გავითვალისწინო 😇

le retour du hérosWhere stories live. Discover now