~1~

81 7 13
                                    


"

უმჯობესია გმირის ქვრივი იყო, ვიდრე ლაჩრის ცოლი"

ჩვენი სახლი სოფლის ერთერთ ამაღლებულ გორაზე დგას. ტყითაა გარსშემორტყმული და ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვართან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. დილით ჩიტების ჭიკჭიკი ადრიანად მაღვიძებს, ფანჯარაში მკრთალად ანათებს მზის სხივები და ჩემს სახეზე იკვლევენ გზას, თუმცა დღეს არც ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს და არც მზის თბილი სხივები მელამუნება. ოთახში ჩემი უმცროსი და შემოდის და საწოლზე მძიმედ ეშვება.

ელენა: დღეს ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღეა შენ კი ამ დრომდე გძინავს, სულ არ განაღვლებს შენი დის მომავალი.

კეიტრინი: ელენა გადი ჩემი ოთახიდან.

ელენა: უხეში ხარ, საშინლად იხეში და ქედმაღალი.

თვალებს ნელ-ნელა ვახელ და ახლა უკვე საწოლზე წამომჯდარ ელენას ვხედავ.

კეიტრინი: ოთახიდან გადი, თორემ შენს გუშინდელ გასეირნებაზე რაღაც წამომცდება.

ელენა: რ..რას გულისხმობ?

კეიტრინი: ელენა, გარეთ.

ის რაღაცის ბუტბუტით გადის გარეთ და კარს ხურავს. ელენას გამო გამოვფხიზლდი. გვერდი ვიცვალე და თვალები დავხუჭე, მაგრამ წელზე თბილი შეხება ვიგრძენი. სახეზე ღიმილი გამომესახა. მზე ამოვიდა. ცოტახნით ამ მკრთალი, თბილი შეხებით ვტკბები შემდეგ კი ჩემი ბალიშის მოპირდაპირე მხარეს დადებულ, გადაშლილ წიგნს ვკიდებ ხელს.

კითხვა ჩემთვის განსაკუთრებული რამაა, საჭიროა წიგნების სწორად შერჩევა. წიგნს ვხურავ, ყდაზე ლამაზი შრიფტით აწერია "სამი სამეფოს რომანი" ლუი კუანჩუნგი. მართალია რომ ამბობენ წიგნის კითხვისას სხვა სამყაროში იძირებიო.

le retour du hérosWhere stories live. Discover now