კლუბიდან ახალი გამოსული ვარ ორგანიზმი სასმლით ნაქვს სავსე ყურებს კი სასიამოვნო მუსიკა მიეწოდება ყურსასმენების საშუალებით, მაგრამ ამ იდელიას მოულოდნელად რაღაც არღვევს და ეს რაღაც მამაკაცის სილუეტია შიშისგან ნაბიჯებს ვუმატებ ჩემს უკან მყოფიც ანალოგიურს აკეთებს ეს შემაშფოთებელია უკვე სუნთქვა მიჭირს როცა მოულოდნელად ჩერდება და ღრმად იწყებს სუნთქვას
- გაჩერებას აღარ აპირებ ? ძალიან დავიღალე. მეკითხება უცნობი.
- ვინ ხარ და რატომ მომყვები?
- კლუბში დაგინახე და გაცნობის მიზნით გამომყევი.
- ამის გამო მომყვებოდი ამდენი ხანი? ვკითხე შეშინებულმა.
- ჰო, აბა სხვა რის გამო?
უნდა ვაღიარო რომ ზედმეტად სიმპათიურია არა სიმპათიური არ შეჰფერის მას ეს უფრო ლამაზია მგონი ჩემზე ლამაზიც კი ყველა ნაკვთი თავის ადგილზე აქვს ლამაზი მწვანე თვალები და გაურკვეველი ფერის კულულა თმები ცოტა იდიოტური გაცინება აქვს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ესეც უხდება.
- მე ისაბელა ლონსდეილი ვარ, თუმცა ბელსს მეძახიან . ცდუნებას ვერ გავუძელი და ჩემი სახელი ვუთხარი.
- მე ჰარი სტაილსი ვარ და არაფერს არ მეძახიან. ისევ იდიოტურად გაიღიმა.
- იცი იდიოტს გავხარ?
- ეს ახლა კომპლიმენტად უნდა მივიღო ფუ შეურაწყოფად?
- შენ, როგორ ფიქრობ?
- ვიფიქრებ და შეგატყობინებ. და კვლავ იდიოტური ღიმილი.
- დიდი დრო გექნება მოსაფიქრებლად. ვუთხარი და ნაბიჯებს ავუჩქარე.
- მოიცა ისე წახვალ, რომ ნომერსაც არ დამიტოვებ ან მისამართს?
- 21-ე საუკუნეში ადამიანი თუ მოინდომებს სახელი და გვარითაც ბევრს მოახერხებს.
- თუ შენს ნომერს გავიგებ მპირდები, რომ პაემანზე გამომყვები?
![](https://img.wattpad.com/cover/212306187-288-k3bc3e8.jpg)
YOU ARE READING
რუსული რულეტკა
Fanfictionეს ჩემი ისტორიაა იმის შესახებ თუ როგორ დავდე საკუთარი ცხოვრება "რუსულ რულეტკაზე" და ყველაფერი წავაგე.