გადასვლა, მისვლა, მოსვლა

2.3K 109 30
                                    

  დილას ვიღვიძებ და ვხვდები ჩემს ოთახში ბოლო დილას ვათენებ, ანუ კი არ ვკვდები და რამე, პროსტა გავბივარ რაა.

  რა უტაქტო ვარ, სულ დამავიწყდა გაგეცნოთ, მე ლისა მალიკი ვარ, 18 წლის. ვცხოვრობ დედასთან, ჯენიფერითან. მამა და ჩემი უფროსი ძმა, ზეინი ცალკე ცხოვრობენ ლონდონში. ჩემი მშობლები ჯერ კიდევ მაშინ დაშორდნენ, როდესაც პატარა ვიყავი. მოკლედ არ ვართ შეხმატკბილებული  ოჯახი.
   
  სკოლა დავასრულე და ახლა სასწავლებლად ლონდონში მივდივარ მამასთან. ცოტა გული მწყდება დედას რომ  ვტოვებ. მეგობრებიი? რამდენიც გინდა მარა ლონდონი მირჩევნია.

   -ლის!-მესმის ქვევიდან დედაჩემის ხმა-მოემზადე, თვითმფრინავზე არ დააგვიანო!
 
     შხაპი მივიღე, კარადასთან დავდექი და ტასაცმლის არჩევა დავიწყე(რასაც მინიმუმ ერთ საათს ვანდომებ ხომე). საბოლოოდ რაღაც ჩავიცვი რაა

 
   ქვევით ჩავედი და დედაჩემის მომზადებულ ტოსტს გემრიელად შევექციე. მას ყოველთვის ეხერხებოდა საჭმლის მზადება, აი ჩემზე კი რა გითხრათ... საშინელი მზარეული ვარ.
    
   ჩემი ბარგი მანქანამდე ძლივს მივათრიე.მთელი გზა ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვცდილობდი დამემახსოვრებინა ყოველი შენობა თუ ქუჩა, რომელთანაც არცთუ ისე ცოტა მოგონება მაკავშირებს, მაგ: ერთ ქუჩაზე ბიჭი მივაწვინე ვისაც მოვწონდი და ამის მერე არავინ მეკარებოდა. მიყვარს ტკბილი მოგონებები

  აეროპორტში მივედით ბარგი ჩავაბარე, კონტროლი გავიარე და დედას დავემშვიდობე.
 
   თვითმფრინავში ავედი. გამიხარდა, რომ ჩემი ადგილი ფანჯარასთან იყო. ადგილი დავიკავე და ყურსასმენები გავიკეთე. ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა.

  ***
  ვიღაცის მწველი მზერა ვიგრძენი და თვალები გავახილე. მაშინვე მისი მწვანე, ზურმუხტისფერი თვალები დავინახე. უცებ გავაანალიზე, რომ თავი მის მხარზე მედო და მაშინვე თავი გამოვწიე. ჩემს ამ ქცევაზე შევნიშნე, როგორ გაეღიმა და შეუძლებელია ვერ შეგენიშნა მის სახეზე გაჩენილი ნაკეცები, რომელიც მას ძალიან საყვარელს ხდიდა.
 
   -უკაცრავად- მისი თვალებით დატყვევებულმა სხვა სიტყვა ვერ მოვნახე.

  - არაფერია- თქვა და ისევ გაიღიმა- შეიძლება თქვენი სახელი გავიგო?

   - რა თქმა უნდა... არა- ჩავისისინე.(დამავიწყდა მეთქვა სულიერად გველი ვარ). ყურსასმენები გავიკეთე და აღარაფრის თქმა ვაცადე.
    
   მალე გვთხოვეს ღვედები შეგვეკრა და მიწაზე დავეშვით. აეროპორტში ჩემი ძმა უნდა დამხვედროდა. ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. მაგრამ როდესაც აეროპორტში მის მაგივრად მამა დავინახე თითქოს მეწყინასავით, მაგრამ ეს  დავაიგნორე და მამასკენ წავედი.
 
    -გამარჯობა, როგორ მომენატრე!-ისე ჩამეხუტა მეგონა გავიგუდებოდი.
 
   -მეც მომენატრე!-ვთვი ჩუმად თუმცა ისე რომ მას გაეგონა. ბარგი მანქანაში ჩააწყო. მე წინ დავიკავე ადგილი, მან ჯი ჩემს გვერდით დაიკავა მძღოლოს ადგილი.
 
   -შენმა ძმამ ვერ მოახერხა მოსვლა და მე წამოვედი-თქვა სიჩუმის გასაფანტად.
  
   -კარგი.
 
    ამის მეტი არაფერი გვითქვამს, სიჩუმეს მხოლოდ ძრავის ხმა არღვევდა. მთელი გზა უცნობის მწვანე თვალებზე ვფიქრობდი, რომელმაც ერთი ნახვით მოახერხა ჩემ გონებაში შემოჭრა და იქ დაბუდება.
 
   მამამ მანქანა დიდი სახლის წინ გააჩერა და წინ შემიძღვა.
 
  -შენი ოთახი მეორე სართულზეა, მოწესრიგდი და ჩამოდი შენი ძმა ნახე.- მითხრა და თბილი, მამური  ღიმილი მაჩუქა.
  
   მაღლა ავედი. თითქმის ისეთი ოთახი იყო, როგირიც  მქონდა თუმცა უფრო დიდი. სააბაზანოში შევედი, წყალი გადავივლე, გავემზადე და დაბლა ჩავედი.
 
   სამზარეულოდან ხმაური ისმოდა ამიტომ იქ წავედი და დავინახე შავგვრემანი ბიჭი, რომელის გიშერივით შავი თმები და თვალები შეუძლებელია ოდესმე დაივიწყო.
  
  იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი ძმასთან შეხვედრით, რომ სიტყვებს ვერ ვაბავდი ერთმანეთს.მისკენ წავედი და მთელი ძალით გავექანე და შევახტი,რათა მეგრძნო მონატრებული სითბო.
  
   -ვაი, მომწყდა წელი-თქვა და წელზე ხელი დაიდო, ჩემგანაც მუჭი მიიღო -მიხარია შენი ნახვა, პრინცესა-სულ ასე მეძახდა რაც ძალიან მაღიზიანებდა.

    -მეც ზეინაბ.(ვერ იტანს ამ სახელს)
 
***
ჰოდა ასთრე

,,Fly without wings"-,,ფრენა უფრთოდ"Where stories live. Discover now