ძალიან ვნერვიულობ და მიხარია ეს ორი ეგრძნობა შიგნიდან მჭამს... ნეტავ როგორ მიმიღებენ იქ ან საერთოდ მეყოლება თუ არა მეგობრობი, დავიღალე ძალიან დავიღალე ამდენი ფიქრით... მაგრამ არაუშავს იქ ჯისუ მელოდება მარტო მაინც არ ვიქნები, დღეს უბრალოდ გავიღიმებ და ვეცდები ყველას დავუკონტაქტე და მეგობრები შევიძინო, მთელი წელი მარტო ჯისუსთან ხომ არ ვიქნები.
-ლისა!
-ხოოო-გამოვფხიზლდი და ფიქრებს მოვეშვი
-ჭკვიანად მიდი და თუ გინდა მოგაკითხავ
-არა იყოს ფეხით გამოვისეირნებ, კარგი ამინდია
-კარგი საყვარელო, მიყვარხარ და წარმატებები
-მადლობა დე მეც მიყვარხარ -შუბლზე მაკოცა,ჩანთა ავიღე მანქანიდან გადმოვედი და სკოლისკენ წავედი, ზოგჯერ მგონია რომ ჩემი მშობლები ჩემ ჯინაზე მოგზაურობენ ბევრს, ერთხელ და სამუდამოდ მინდა გავჩერდე აქ კორეაში ყოველ წელს მეგობრებს ვიცვლი, მაგრამ ჯისუს ოთხი წლიდან ვიცნობ როცა ბოლოს კორეაში ვიყავი იმის მერე აღარ ვკონტაქტობდით მაგრამ რომ გავიგე კორეაში მობდიოდი ეგრევე შევატყობინე,ჯისუსაც გაუხარდა...
-ლისააა-ერთი შემოხედვა იყო ჯისუ ზედ მომახტა და ჩამეხუტა
-რამდენიხანია გელოდები
-ბოდიში შემაგვიანდა
-არაუშავს წამოდი კლაში გამიღიმა და თანხმობის ნიშნად მეც გავუღიმე და კლასისკენ წავედით.
კლაში რომ შევდიოდი, სანამ კარებში შემოვდგავდი ფეხს დავინახე ჩემ წინ სათვალეებიანი გოგო როგორ დავარდა, შეშინებული ჩანდა და ქვევიდან ვიღაცას უყურებდა. იმ ვიღაცას რომ შევხედე ყბა ჩამომვარდა, გოგო იყო მაგრამ არა ჩვეულებრივი... ჩემთვის მითუმეტეს მასეთი გოგო არსად მინახავს, ქერა ნაწნავით ტყავის კურტკით შორტებით და სექსუალური ამოღებული მაისურით, ერთ წუთს ვუყურებდი თუ როგორ ყბიროდა და ეჩხუბებოდა სათვალეებიან გოგოს ნაწნავიანი გოგო, მაგრამ არაფერი მესმოდა ისე ვიყავი იმაზე ჩაფიქრებული თუ როგორი ლამაზი იყო. ჯისუმ ხელი გამკრა და აზრზე რომ მოვედი ნაწნავიან გოგოს წინ გადავუდექი
-რა ჯანდაბაა?! რაგინდა ამ გოგოსგან?!
-და შენ რატომ ერევი ჩემს საქმეში გაიწიე შენთან საქმე არ მაქ.
-არა!-სათვალეებიანი გოგო ავაყენე-შენ რა უფლებით უყვირიხარ სხვას ან რა უფლებით კრავ ვინმეს ხელს თავი ვინ გგონია?! თუ რამე დააშავა ბოდიშს მოიხდის არაა აუცილებელი ასეთი ჩხუბი
-შენ როგორ მიმითითებ რა არის ჩემთვის აუცილებელი და რა არა? მომწყდი თავიდან შენი საქმე არაა და არ გირჩევ ჩემ საქმეში ცხვირის ჩაყოფას ჩწმდექში შენ მოგიწევს მის ადგილას ყოფნა!
ისე მითხრა ისეთი ხმით და სიმკაცრით გავჩუმდი აღარ ვიცოდი რა მეთქვა ან გამეკეთებინა, ის გოგო შებრუნდა სულ უკან წავიდა დაჯდა და ფეხები მერხზე დაალაგა. მე კი დებილივით იქ ვიდექი, თითქოს ადგილზე გამაშეშა მერე მასწავლებელი შემოვიდა და ისეთ ადგილას დავჯექი საიდანაც მისი ყურება არ გამიჭირდებოდა.
გაკვეთილი დაიწყო მაგრამ სულ მის ფიქრში ვიყავი და თვალს ვერ ვწყვეტდი, არასდროს მიფიქრია რომ გოგო ესე მომეწონებოდა მაგრამ ის მმჰჰჰ... საოცრებაა მერე აზრზე მოვედი რომ ჩემნაირს არც კი შეხედავდა ამიტომ ვავსწორდი და რაც თავს უკეთესად მაგრძნობინებს იმის გაკეთება დავიწყე, ხატვა ვეცადე ის ნაწნავიანი გოგო დამეხატა ამიტომ ჯერ მონახაზები გავაკეთე რომ მერე უფრო კარგად დამემუშავებინა
-ეგ რა არის?
შევკრთი და დავინახე ცარიელი კლასი, კლასი ასე უცბათ დამთავრდა? გვერძე შევიხედე და ჯისუ იდგა
-არაფერი ვხატავდი მაგრამ კარგად არ გამომდის ჯერ.
ნივთები შევინახე ავდექი და კლასიდან გამოვედით.
-მოკლედდდ ის ნაწნავიანი გოგო ვინ არის?
-შენ რა როსეზე ამბობ? აა როსე ჰმმ ისს საშინელი ადამიანია, გრძნობები არ გააჩნია და ქვის გულიაქ მასთან საქმის დაჭერას არ გირჩევდი. მას ერთადერთი მეგობარი ყავს დანარჩენებს ეშინიათ მეგობარი რა ისიც დაშინებულია ბევრ რამეზე და ხმის ამომღებიც დიდად არაა მაგას ჯენი ქვია
-რატომ იქცევა ეგრე უხეშად?
-არ ვიცი მაგრამ გავიგონე რომ ეგ და თავის გოგო შეყვარებული ავარიაში მოხვდნენ სამი წლის წინ, მაგის მერე სულ ესეთი ცივია
ჰმმ შეიძლება რაღაც შანსი მაქ
-ანუ როსეე... ვნახოთ როგორია სინამდვილეში.