12

148 8 6
                                    

ნოესთან დასვენებამ ჩემზე კარგად იმოქმედა და ბედნიერი ვიყავი, რომ ახლა თავში ცუდი აზრები აღარ მიტრიალებდა. აღარც წიგნზე ვნერვიულობდი და აღარც არაფერი მანაღვლებდა. ავდექი და დილის პროცედურა ჩავიტარე, ტანსაცმელი უხალისოდ ავარჩიე.

ვამბობდი, რომ არაფერზე ვინერვიულებდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვნერვიულობდი დღევანდენლ დღეზე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ვამბობდი, რომ არაფერზე ვინერვიულებდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვნერვიულობდი დღევანდენლ დღეზე. ვიცოდი, რომ კარგი დღე არ მელოდა. ეს ის მომენტი არის, როცა ცდილობ საკუთარ თავს ებრძოლო. ერთ წუთს ყველაფერს ივიწყებ, მეორე წუთას კი გულში დიდი სევდა გერჭობა.
სამსახურში ჩემი მანქანით მივედი. მისვლისას პირველი ნოე შემომეგება. მისი დანახვისას უკვე ბედნიერი ვიყავი. ახლოს მივედი და ტკბილად ჩავეხუტე, შემდეგ კი ჩემს მაგიდას მივუჯექი როცა დამფუძნებელმა დამიძახა. მის კაბინეტში შევედი.
-წიგნის დაწერის საქმე როგორ მიდის???
-ჯერ- ჯერობით ბევრი ვერაფერი დავწერე, მაგრამ თუ დროს მომცემთ ყველაფერს გამოვასწორებ.
-აღარანაირი დრო. შენი მოვალეობა წიგნის წერაა. თითქმის ყველა თანამშრომელმა დაწერა წიგნი და გამოქვეყნებას ვაპირებთ. აი, შენ კი კიდევ არაფერი დაგიწერია, ამიტომ შეგიძლია განცხადება დაწერო და სამსახურიდან წახვიდე.
ამ სიტყვებზე თვალებზე ცრემლი მომადგა, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. უბრალოდ დავიკიდე. განცხადება დავწერე და წავედი. არც ერთმა თანამშრომელმა, განსაკუთრებით კი ნოემ არ იცოდა ჩემი წასვლის ამბავი და ამის თქმას დიდი ხანი არ ვაპირებდი. ნოეს დავემშვიდობე და მოვიტყუე, რომ საქმე არ მქონდა და უბრალოდ წავედი სახლში.
სახლში მისვლისას მაგდას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. მან კი იდეალურად შეძლო ჩემი დამშვიდება. წყნარად ჩავუჯექი ფილმს. დღეს ჩვეულებრივად განვაგრძობდი, რეალურად კი  ძლივს ვითმენდი, რომ არ მეტირა, მაგრამ ჩემს თავს ვაკონტროლებდი და ვიხსენებდი იმ ფაქტს, რომ ადამიანები შეცდომებზე სწავლობდნენ. ამის შემდეგ მაღლა ავედი და ჩამეძინა. სადღაც 8 საათზე მაგდა მაღვიძებდა. მეუბნებოდა:
-ხომ გახსოვს, დღეს ორდღიან ექვსურსიაზე მივდივართ და ხვალ საღამოს ჩამოვალ.
-კარგი, წადი.
მაგდა უკვე მზად იყო, ჩანთა აიღო და წავიდა. მე კი დაბლა ჩავედი.ამ ღამეს რაღა დამაძინებდა. ვიჯექი ჩემთვის და სწორედ ამ დროს ამინდი აირია. წვიმა წამოვიდა, ჭექა-ქუხილი და ამას დამატებული ძლიერი ქარი. მაგდა სახლში არ იყო, ელენე და თორნიკეც თავის ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყვნენ წასულები. ფაქტიურად მთელს ქუჩაში მარტო მე ვიყავი და თან საშინელებათა ფილმს ვუყურებდი. ცოტა შემეშინდა, ამიტომ მაღლა ავედი და დაძინება დავაპირე, მაგრამ ქარის ძლიერი ხმა და ჭექა-ქუხილი ხელს მიშლიდა. დიდად არც მეძინებოდა და თან მეშინოდა კიდეც, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მშველელისთვის დამერეკა
-შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?-ვკითხე ბავშვური ხმით ნოეს.
-კარგი, გამოვალ.
ავდექი ტანსაცმელი გამოვიცვალე და სპორტულები ჩავიცვი.

.........და ჩვენს სიყვარულში შავმა ღრუბელმა დაისადგურა ❤️🖤Where stories live. Discover now