შენიშვნა: აღნიშნული ნაშრომი გახლავთ stuff we did-ის პირველი ნაწილი.
"გამარჯობა, ეს კიმ თეჰიონია!
ახლა გაზაფხულია. ეზოს ვარდებს კვირტებიღა უსკდება... ნეტავ, რატომ ვაკეთებ ამას... (სიგარეტს უკიდებს)
ალბათ, თავადაც გიკვირთ, რომ გადავწყვიტე ჩემი ამბავი მომეთხრო თქვენთვის (იცინის), მაგრამ ყველას ცხოვრებაში დგება ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელიც ძირფესვიანად ცვლის აღნიშნულის ბუნებას და, როგორც ჩანს, არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი... თუ მკითხავდით: '- როდის უნდა გააცივო იარაღი, კიმ?' გიპასუხებდით: '- არასდროს!' ბედი კი ისეთი უცნაური რამაა, თურმე სულ არ აინტერესებს რას აპირებს კენტი ადამიანი, რადგან უკვე მისი გეგმა ყოველთვის პირველია, ჩვენი კი - სათადარიგო...
ეს ისტორია... როგორ გითხრათ... მოულოდნელად დაიწყო. მტრის სახლში გახლდით, წვეულებაზე. ირგვლივ უამრავი ხალხი იყრიდა თავს - იცინოდნენ, სვამდნენ, ცეკვავდნენ, მხიარულობდნენ... მოთმინებით ველოდი, როდის გამოჩნდებოდა პაკი, რათა ტყვია შუბლში ჩამეჭედებინა და იქიდან ავორთქლებულიყავი, როცა ჩემი ხელი პაწია, თეთრმა თითებმა მიისაკუთრა, ნაზმა ხმამ მიჩურჩულა - 'გამომყევი!' და გაურკვეველი მიმართულებით გამაქროლა. მოულოდნელობის ეფექტმა იმოქმედა და, ვგონებ, უფრო ამიტომ დავემორჩილე, თორემ ვინ ჯანდაბა იყო ის აბრეშუმის წითელკაბიანი, ასე ძლიერ რომ მექაჩებოდა გასასვლელისკენ?! (იცინის) ოჰ, რა გვარიანად განვრისხდი გონზე მოსვლისას... სწრაფად მოვიშორე და ვკითხე:
- შენი დრო არ მაქვს, რამდენი გინდა?!
- ნუ ბოდავ, თუ ღმერთი გწამს! - მიპასუხა ანთებული თვალებით - მენდე და ფეხი გამოადგი!
- რას ბედავ, ბავშვო?! - მისივე მეწამულ კაბრიოლეტს მივანარცხე - მომშორდი! - გულის ჯიბიდან ჩეკების წიგნაკი ამოვიღე, ათასი დოლარის ექვივალენტს ხელი მოვაწერე და უკანა დავარძელზე დავუგდე - ეს გეყოფა, რომ ადგილობრივ მაღაზიაში ლამაზი ფეხსაცმელი იყიდო, ახლა კი აქედან დაიკარგე! - მივაძახე და მოვბრუნდი. ისეთი შეურაცხყოფილი ჩანდა, წამით ვიფიქრე, რომ ზედმეტი მომივიდა, თუმცა მისნაირ ქალს მოვძებნოდი, პაკი კი ერთადერთი იყო, ვისი გვამიც მჭირდებოდა... და სანამ მე სერიოზულ გეგმებს ვაწყობდი, ის შეშლილი კვლავ გზაზე გადამეღობა! (იცინის) ელდა მეცა...
YOU ARE READING
𝓶𝓪𝓻𝓻𝓲𝓮𝓭 𝓵𝓲𝓯𝓮
Romance"მივდივარ, რადგან კვლავაც მინდა, რომ ვიყოთ ერთად. გშორდები, რადგან მომენატრა შეხვედრა შენთან."