1/1

256 21 11
                                    

ამ სამყაროში, სამწუხაროდ ბოლომდე ვერაფერი გვაბედნიერებს. იქნება ეს საყვარელ ადამიანთან ერთად დროის გატარება თუ ჩვენი ბავშვობის ოცნების ახდენა. თუ ერთ დღეს რაღაც გაბედნიერებს, მეორე დღეს აუცილებლად მოხდება ის, რაც მთლიანად შეცვლის ამ სიხარულს და ცხოვრებას ტანჯვად აქცევს. როდის ყოფილა, რომ ამ სამყაროს ადამიანების ბედნიერება გაუზიარებია და მათი გრძნობები უყოყმანოდ მიუღია?....

ლურჯთმიანი წყნარად მიაბიჯებს სეულის წვიმიან ქუჩებში. თუ კარგად დააკვირდებით, ნათლად დაინახავთ მის ამღვრეულ თვალებსა და მწუხარებით მოცულ სახეს, მაგრამ ამის შემჩნევა არავის შეუძლია, ან უბრალოდ არავის სურს.. ბიჭისთვის სამყარო შავ-თეთრ ფერებში ჩაიძირა.. ისედაც უფერული და სასტიკი სამყარო კიდევ უფრო ბნელმა ფერებმა მოიცვა და საბოლოოდ დაუკარგა სიკაშკაშე.. ბიჭს არ ძალუძს იმ გრძნობის ასე უბრალოდ დამალვა, რომელსაც მონატრება ჰქვია. იტანჯება, უკვე ყველა და ყველაფერი სძულს, მაგრამ არა ის... არა ის, ვინც ასეთი ტკივილისთვის გაიმეტა.. მას არ შეუძლია მისი საყვარელი ადამიანის დავიწყება, მიუხედავად იმ დარტყმისა, ისევ უყვარს, ისევ უნდა მისი სითბო იგრძნოს, ისევ უნდა ძლიერ ჩაუხუტოს... როგორ ნანობს იმ დღეებს, როცა გაბრაზებული იყო შავთმიანზე და ჩახუტების უფლებასაც არ აძლევდა, როგორ უნდა დროის უკან დაბრუნება შეეძლოს, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს... საშინელ მონატრებას გრძნობს.. უსაზღვრო მონატრებას... უკვე რამდენი დღეა წესიერად არც უჭამია და არც უძინია. ახლა მხოლოდ მის საყვარელ ადგილას უნდა წასვლა, სადაც შავთმიანთან ერთად ატარებდა ხოლმე დროს.. ეს იყო ადგილი ლამაზ ტბასთან ახლოს.. აქ საათობით ისხდნენ ხოლმე, უმეტესად ღამით და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უცქერდნენ.. მალევე მივიდა ბიჭი და იქვე ახლოს ჩამოჯდა. მაშინვე გაახსენდა ის საუბარი შავთმიანთან, რომელიც მუდამ დარჩება მის გონებაში...

*მოგონება*

-შენ მითხარი, რომ იქ მისვლას მხოლოდ ათ წუთს მოვანდომებდით. - აწუწუნდა ლურჯთმიანი და ტუჩები საყვარლად გამოსწია წინ..შავთმიანს ჩაეცინა ბიჭის ასეთ საქცილზე.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Feb 20, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

🌹ნოემბრის წვიმა🌹 (დასრულებული)Where stories live. Discover now