ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ნდობა იყო.
სულ ერთი წამით ვიფიქრე რომ აბსოლუტური სიყვარული ჩემთვისაც შეიძლება არსებულიყო, და ამ ფიქრებმა სიცოცხლე დამაკარგვინა.
' - მოკალი, ან მოგკლავენ.
ჩამჩურჩულებს ვიღაც.
- მოკალი.. გზა არ არის! მოკალი! შეხედე სისხლიან ხელებს, გაიხსენე წარსული. გასაქცევი არსადაა. შენი გზა მხოლოდ სიკვდილისკენ მიდის. გაიხსენე ის შეგრძნება და მათი სიკვდილისწინა სახეები. ვიცი, გენატრება, შენ ხომ ამისთვის ხარ შექმნილი.'თვალებს ვახელ და ვერ ვიგებ როდის დავიწყე ყვირილი, ან რატომ ვყვირი, თუმცა იქამდე ვაგრძელებ ამას სანამ ხმის იოგები საბოლოოდ არ მიწყდება. ჩამომავალი ოფლი შიშველ სხეულზე მისრიალებს.
მეშინია, და ეს ცხადია.
მეშინია, რომ თავს ვერ მოვერევი, და კიდევ ერთხელ გამექცევა ხელი იარაღისკენ, მაშინ კი ისევ დაკარგავს ვიღაც სიცოცხლეს.
მეშინია, საკუთარი სულის მეშინია. ჩემი თავი ერთადერთია რასაც ვერასოდეს მოვერევი. მინდოდა გზა მეპოვა რომლითაც საკუთარ თავს გავექცეოდი, თუმცა რაც მეტი დრო გადის მეტად ვეფლობი წარსულის ცოდვებში.- ისევ კოშმარები ?
შოკიდან მის ხმას გამოვყავარ. ახლაღა მახსენდება რომ უკვე დიდი დრო გავიდა რაც მარტო აღარ ვცხოვრობ. მისი ჩემს საწოლში დანახვა სიმშვიდეს მიბრუნებს, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაწვება რომ ასე ადრიანად გავაღვიძე.
ვიცი არ უყვარს როცა ძილს აწყვეტინებენ.
ის კი არ გავს გაბრაზებულს, არამედ მიღიმის, ამით მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. რომ ჯერ კიდევ არის ვიღაც ვისთვისაც უნდა ვიცოცხლო.
თუ კი ამ სამყაროში ის ერთადერთი ვინმე იქნება. ერთადერთი ვინმე ვისაც დავჭირდები - მე ვიცოცხლებ. სანამ მისთვის გამოსადეგი ვიქნები არ მექნება მიზეზი რომ მოვკვდე.
სწორედ ამიტომ ვარ ცოცხალი ოდასაკუს გარდაცვალების შემდეგაც კი. როცა ის დაიღუპა ვიფიქრე რომ უკვე საკმარისი იყო ის დრო რაც ამ სამყაროში გავატარე, თუმცა თურმე არსებულა კიდევ ვიღაც ვისაც ვჭირდები.
ამისთვის ვცოცხლობ მე. მისთვის.
YOU ARE READING
Vanetti
Short StoryNothing in this world can fill that lonely hole you have. you will wander the darkness for eternity.