Chapter 22

651 43 15
                                    

თავი 22

მანჩესტერი ლონდონზე მეტად ცივი ქალაქი ყოფილა, თუმცა მე უჩვეულოდ  არ მციოდა. მეტროს ჩასასვლელში ტურისტებისთვის განკუთვნილი ქალაქის რუკა ავიღე და გზების შესწავლა ვცადე. ჩემი უნივერსიტეტისკენ მიმავალი ყველა გზა ვნახე და მათ შორის პატარ-პატარა უბნებშიც შევიარე. ბევრი ხალხი არ ირეოდა, სამუშაო დღე იყო, მოხუცები თუ ისხდებოდნენ გარეთ მოწყობილ კაფეებში და ტურისტები. 

მთელი ქალაქი შემოვიარე, შუა დღისას სასეირნოდ გამოსულმა სახლში გვიან ღამით მივაღწიე.  ისეთი დაღლილი ვიყავი ფეხის გჰლებიდან დაწყებული თეძოებიც კი მტკიოდა. 

სახლში შესულმა პირველი რაც დავინახე იყო ზეინი რომელიც ტელეფონზე გაცხარებული ლაპარაკობდა, შემდეგ შევამჩნიე ნაილი რომელიც გაღიზიანებულ და გაბრაზებულ ლიამს რაღაცას უხსნიდა. 

ჯანდაბა, არ უნდა დამეტოვებინა ტელეფონი სახლში. 

ზეინმა როგორც კი თვალი გამისწორა, თითქოს მთლიანად დამშვიდდა და თავი ღრმა ამოსუნთქვის პარალელურად ჩახარა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ვერ მივხვდი ლიამი და ზეინი აქ რას აკეთებდნენ. 

-ბიჭებო, არავისაც არ გაუტაცებია აქ არის. - უცნაური ტონით თქვა, თითქოს ბრაზობდა ჩემზე, ამავდროულად ბედნიერი იყო და თან ირონიულიც. ჩემი შინაგანი ქალღმერთი უკვე თავის სამართლებლად მიზეზებს ეძებდა, ის ხვდებოდა რომ ჩემი ამ "გაუჩინარების" გამო შეიკრიბა სამივე, მაგრამ მე ნამდვილად არ ვაპირებდი თავის მართლებას. 

ვიცი რომ ჩემი ცხოვრება საოცრად საშიშ და შარებით სავსე ეტაპზე გახლდათ ამჟამად, მაგრამ ვერავინ დამიშლის  სეირნობას, სწავლას და საერთოდ ჩვეულებრივი რუტინული დღეების გაგრძელებას! თან ლიამმა თავად დამტოვა და მე არ ვაპირებდი მისთვის ასე მარტივად დამეთმო ყველაფერი! 

-რა ხდება? - მისაღებში შესულს სამივე მე მომაჩერდა. ნაილი უკვე მშვიდად იყო, ლიამის ბრაზით სავსე თვალებს არც ვუყურებდი, აქ მე ვიყავი ის ერთადერთი ვინც ბრაზობდა და არა ის ან რომელიმე მათგანი, ზეინი კი პირვანდელი ირონიით მომჩერებოდა.  ამ ბიჭს ვერ გავუგე, ვიცი რომ მეგობარია და მისი იმედი შემიძლია ყოველთვის მქონდეს მაგრამ მაინც მირჩევნია მისგან თავი მეტ-ნაკლებად შორს დავიჭირო, ლიამზე უცნაური ის არის, ღმერთმანი.

Devil Eyes (შეწყვეტილი) Where stories live. Discover now