3

58 9 0
                                    

დილით,ჯერ კიდევ მზის ამოვსლამდე,ყველანი ფეხზე იყვნენ,იურის გარდა.

-კარგად გამოიყურები.

კაისამ გაღიძიანებული მზერა მიაპყრო ჯონგუკს.

-მოკლედ,კაისა კოორდინარები გადმოგიგზავნე,შენც ჯონგუკ,საკმაოდ ბევრი ზომბია,კაისას არაფერს ავნებენ,თუ ქიმარა შეგხვდათ,აი მაშინ...მოკლედ წარმატებები.

კაისამ ნამჯუნს თავი დაუკრა და საღეჭი რეზინის ღეჭვა განაგრძო.

***

-რაიმე გემო აქვს?-დიდი ხნის სიჩუმეს ჯონგუკი არღვევს.

-ღმერთო,ჯერ ახლა გამოვედით და უკვე...

-უბრალოდ მაინტერესებს.-გააწყვეტია ჯონგუკმა.

-არა.კმაყოფილი ხარ?

-აბა რატომ ღეჭ?

-რა შენ უნდა გკითხო?!გთხოვ ნერვებს ნუ მიშლი.

-კარგი.

ჯონგუკმა ჩაიცინა და გზა განაგრძო.მალე ლოკაციასთან ახლოს იყვნენ,როდესაც კაისამ ჯონგუკი შეაჩერა.

-აქ არიან,მათი სუნი მცემს,საზიზღარი მყრალი არსებები.

-თავსმივხედავ,ჩემზე არ ინერვიულო.

-არც ვნერვიულობ,ჯანდაბაშიც წასულხარ.

უთხრა და წინ წაიჭრა.
ზომბები ჯონგუკს უტევდნენ,რადგანაც ადამიანი იყო,კაისას ერთხელაც კი არ გამოუყენებია იარაღი,იმისთვის რომ მას დახმარებოდა.

-შეგიძლია დამეხმარო?-მალე ჯონგუკი დაეწია.

-უკაცრავად,არა.-გოგონამგზა განაგრძო,მაგრამ მიხვდა თავისი სიტყვისთვის უნდა გადაებიჯებინა და გუნდურად ემოქმედა,როდესაც უამრავი ზომბი დაინახა.მხოლოდ მაშინ ამოიღო კატანა და ჯონგუკს დაეხმარა.

-რაღაც შეგძლებია.-სიცილით უთხრა ჯონგუკმა.

-მოკეტე.

მალე შენობაში შევიდნენ და მეათე სართულზე ავიდნენ.სრული სიწყნარე და სიჩუმე იყო მანამ სანამ მეათე სართულს არ მიუახლოვდნენ.

ახალი ერა: სისხლიWhere stories live. Discover now