მზის სინათლე შამაწუხებლად მიღიზიანებს თვალებს, არ მინდა გაღვიძება რა ჯანდაბად დავტოვე ფარდები გადაწეული. საწოლზე ხელს ვაფათურებ, ვცდილობ ვიპოვო, მაგრამ ამაოდ. დაფეთებული ვახელ თვალებს, წამით ყველაფერი შავდება და ტრიალებს, მერე კი ვხედავ. გაშლილ, ფართო ბეჭებსა და ჩამოქნილ გვერდებს. საწოლზე ზის, წელს ზემოთ ჯერ კიდევ შიშველია მაგრამ წუხელ გამზადებული ფეხსაცმელი და შარვალი უკვე აცვია, რადგან იქ აღარ დევს სადაც დავტოვე, პერანგიც ხელში უჭირავს.
-უკვე მიდიხარ?-არ მინდა რომ წავიდეს, ზეწარს ვიხვევ და ზურგიდან ვეკრობი. გასაგიჟებელი სურნელი ასდის.
-რატომ იყო ჩემი ტანის გელი ნახევრად ჩაცლილი?-მხიარულად კითხულობს და ხელს მავლებს კლათაში ჩასასმელად. მესაკუთრე ბავშვივით ვეხვევი კისერზე და ვცდილობ გონება ისე დავუბინდო საკუთარი სითბოთი და სიყვარულით რომ ყველაფერი დაიკიდოს და დღეს ჩემთან დარჩეს.
-იმიტომ, რომ როცა მენატრები გაუსაძლისია.-ვწუწუნებ და კისერზე კანს კბილებით ვუწელავ.
-ამიტომ ჩემი ჰიგიენური ნივთებით ბანაობ?-ვერ ვხედავ მაგრამ დარწმუნებული ვარ წარბი აქვს აწეული და საყვარლად იღიმის.
-მიყვარს, როცა შენი სუნი მაქვს.
-მეც მომწონს, მაგრამ შენი მხრებიდან ატმის სურნელის შესუნთქვა.. რაღაც უფრო მაგარია.-ჩურთულებს ჩემა საფეთქელთან და მომაკვდინებლად მიჭერს უკანალზე.
-ხვალ ხომ მოხვალ?-საპასუხოდ ვკბენ მხარზე და თმაზე ვქაჩავ.
-მინდა ცოტა თავისუფალი დრო ბიჭებთან გავატარო.
-ჰო, მაგრამ გვიან მოდი, მე დაგელოდები ან გასაღებიც გაქვს რომ შემიხვიდე.
სხეულში ჟრჟოლვა მივლის ჩემს ხერხემალზე ისე მწველად მიყვება მისი სუნთქვის კვალი. წარმოვიდგენ, როგორ ჩაიარა მისმა ამონასუნთქმა ჩემს სხეულზე და მხოლოდ ამისგან მეკვრის სუნთქვა სასიამოვნოდ მეღიტინება.