გაფრთხილება!! ფიკში არ იქნება სმათ სცენები, ასევე ფიკი არ არის რომელიმე ქეიპოპ ჯგუფზე და ასე შემდეგ , თუ არ გხიბლავთ მსგავსები ნუ წაიკითხავთ♡
.
.
.
.
ჩვენი დრო:_ვიცი...ვიცი რომ ადამიანს ის არ უნდა დაპირდე რასაც ვერ შეასრულებ, მაგრამ როცა მის თოვლივით თეთრ, ნაზ კანს თითები გადავიტარე და მისი ფაფუკი ლოყები ხელებში მოვიქციე უბრალოდ ჭკუა დავკარგე , აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა , მისი თვალების დანახვამ კი საერთოდ შემშალა. შევხედე და მათში ჩავეფალი ისე როგორც ჭაობში ვეღარ ვახწევდი მათი ცქერა სულ უფროდაუფრო მითრევდა.. ოკეანეს ვხედავდი , აღელვებულ ოკეანეს რომლის მძვინვარებაც ირგვლივ მყოფ კლდეს აშინებდა, ტალღები რომლებიც ასე გამალებით ეხეთქებოდნენ კლდის კედლებს და..აი მაშინ მივხვდი რომ ჩემს თითებს მისი ცხელი, მარილიანი სითხე ეცემოდა. არ ვიცოდი რა უნდა მექნა , მისმა ასეთმა სახემ გამანადგურა უბრალოდ მეხი დამცა..თავი ჩავხარე და მის ათრთოლებულ , სიცივისგან ტაოდაყრილ აცახცახებულ ბარძაყებს დავაკვირდი და უბრალოდ გაუაზრებლად ჩავიკარი გულში . მე უბრალოდ საკუთარი თავი დავკარგე, აზროვნების უნარი დავკარგე და წარმოვთქვი სიტყვები რომელმაც მარტო მისი კი არა ჩემი გაკვირვებაც გამოიწვია, როდესაც გავიაზრე რა ვთქვი გავშეშდი, მაგრამ მისმა მხურვალებამ ჩემს მკერდზე,მისმა ცხარე ცრემლებმა მაიძულა ისევ ძლიერად შემომეხვია ხელები და ჩემი პირობა შემესრულებინა.
_და შენ ამბობ რომ არ გიყვარს?_ბიჭს ჩაეცინა და მის წინ მჯდომის პასუხს ინტერესით დაელოდა.
_უბრალოდ შეუძლებელია მე ის მიყვარდეს..
_გაჩუმდი ბავშვო, ჩემზე კარგად იცი რომ გიყვარს და ეს სიტყვები მისმა აცრემლიანებულმა თვალებმა კი არა უმისობით გამოწვეულმა შიშმა გათქმევინა, შენ უბრალოდ ამის აღიარება არ გინდა , არ გინდა რადგან არასწორად მიგაჩნია მაგრამ ისე ემოციით ყვებოდი ამ ყველაფერს და ახლა როცა შენს ნახევრად ამრღვეულ თვალებს ვუყურებ ვხვდები რომ უბრალოდ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია_ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, მყუდროებას მხოლოდ პატარა სხეულის ღრმა სუნთქვა არღვევდა, ბიჭმა ვეღარ მოითმინა და მომცრო სხეული მიიხუტა.
_თუ დაპირდი უნდა შეასრულო კიდეც თანაც აშკარად ეს შენც გინდა._________________________________________
პირველი თავი პატარა იყო და იმედია მოგეწონებათ ♥️ ახალს 5 ვოუთზე დავდებ და ხო პირველია და მკაცრად ნუ გამნსჯით😁
YOU ARE READING
Cherry blossom
Romanceიცით არ მინდა სპოილერობა გამომივიდეს უბრალოდ წაიკითხეთ და თუ კი მოგეწონებათ დატკბით.