შეხვედრა

31 3 0
                                    

  ბარლონაში მზე თითქმის უკვე ჩასულიყო სასახლეში აჯანყება რომ მოხდა. ბარლონა ერთ-ერთი დიდი სამეფოა სხვა სამეფოებს შორის. მეფე დეივიდი ტახტზე უკვე 25 წელია ზის, მას ძალიან ხშირად უწევდა აჯანყების ჩახშობა რის გამოც ცოლი დაკარგა და ტახტის მემკვიდრედ 3 წლის ლეონარდი დარჩა. როცა მეორედ ცადა ბედი პირველზე უკეთ გაუმართლა ახლა ლეონარდთან ერთად ნიკოლასი და ელიზაბეტი ყავს და მათ დაკარგვასაც ვერ დაუშვებდა.

აჯანყება სასახლეში საზოგადოების დაბალმა ფენამ მოაწყო, რომელთაც სძულთ მეფე-დედოფალი და მათი შვილები. აჯანყებულები აქაურობის დარბევას უვე 5 წელია ცდილობენ და სამეფო კარის წარმომადგენლებიც 5 წელია ცდილობენ დააწყნარონ აჯანყებულები, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამოსდით.

ნიკოლასმა აურზაურის შესახებ პირველმა გაიგო რადგან დღეს 12 აგვისტოს ეს მის წინააღმდეგ ხდებოდა. როცა დასაწოლად ემზადებოდა ოთახში 5 შეიარაღებული მებრძოლი შეუვარდა, 5 კარს ათი კი დერეფანს დარაჯობდა.

- ოუუ, დღეს მთელი ამალით მოსულხართ-ჩაიღიმა ნიკოლასმა და ლოგინის ქვეშიდან ხმალი გამოაცურა -კარგი აბა ვნახოთ რამდენი დარჩებით ცოცხალი და რამდენი სახსალამათი.

ნიკოლასმა ხმალი მოიქნია და იქვე მდგომს ხელი გაუკაწრა ისე რომ ხმლის დაჭერა ვერ შეძლებოდა, მეორე აჯანყებულიც წამოვიდა მისკენ და მასაც მზად დახვდა, ნიკოლასმა მაღალი ახალგაზრდა ბიჭის მოქნეული ხმალი აიცილა და ფეხში დაჭრა. მესამე პირველზე და მეორეზე უფრო სწრაფი და ჭკვიანი აღმოჩნდა, მისკენ პირდაპირ არ წასულა, უკნიდან მიესალმა და მხარში დაჭრა, უცებ სასახლეში ხმაური ატყდა ამ ხმაურზე მესამე აჯანყებული ოდნავ დაიბნა და ნიკოლასმაც ამით ისარგებლა ფეხი გამოუდო და იატაკზე დაანარცხა, ერთადერთი მესამე აჯანყებული დარჩა სხვები კი გაიქცნენ, მაგრამ იგი ბოლომდე იბრძოდა სანამ ნიკოლასმა კედელთან არ მიიმწყვდია. როცა დააპირა გაეგო ვინ იყო ოთახში მეფე და მისი უფროსი ძმა შემოვიდნენ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 16, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Royal CoupleWhere stories live. Discover now