მაღაზიაში ჩავედი ტკბილეულის საყიდლად.
უბრალოდ მეცვა, შავი ჯინსის შარვალი და თეთრი ჰუდი, როდესაც ვიგრძენი ვიღაცის მზერა. გავიხედე და მართლაც დავინახე ერთი მაღალი და ძალიან სიმპატიური ბიჭი შავებში ჩაცმული, რომელიც მომშტერებოდა. მე მანამდე ვარჩევდი რომელი წვენი მეყიდა, როდესაც ის მომიახლოვდა. მე გვერძე მივიწიე და ისიც მოიწია ჩემსკენ. ბოლოს გავბრაზდი და ვკითხე- რა პრობლემაა? - მან კი ხმა არ გამცა, უბრალოდ აქეთ-იქით დაიწყო ყურება. წვენს ხელი დავტაცე სწრაფად და რომ გავიხედე, ისევ მიყურებდა. დაახლოებით 5 წუთი ერთმანეთს ვუყურებდით, მაგრამ ბოლოს მე გავწყვიტე კონტაქტი.
- ეი უკაცრავად რამე გინდათ? - ვკითხე დაკვირვებით.
- შენ! - მომიახლოვდა და მხოლოდ ეს მითხრა, რაზედ თვალები დავჭყიტე. არა, მართალია ძალიან ლამაზია და შემიძლია მთელი კვირა ვუყურო, მაგრამ მაგის თქმის უფლება არ აქვს, ასე რომ გამოვეცალე და სალაროში წავედი. უკან გავიხედე და ის აღარ ჩანდა რამაც გამახარა, მაგრამ, როდესაც გამოვედი და სახლისკენ მივდიოდი, ისევ მოვკარი თვალი. თანაც ბნელდებოდა, შემეშინდა და ვიწრო ქუჩებისკენ წავედი. დიდხანს ვიარე აქეთ-იქით და რომ მივიხედე ის აღარ ჩანდა, ამოვისუნთქე და როდესაც გზა უნდა გამეგრძელებინა, წინ მთვრალი ბიჭი დამიდგა და ხელით დამიჭირა
- ჰეი საყვარელო, ამ ღამით სად მიგეჩქარება? - ვცდილობდი განვთავისუფლებულიყავი, მაგრამ ის ზედმეტად ძლიერი იყო.
სიბნელეში შემათრია და ჩემს ჰუდში ხელი ჩამიყო, ვყვიროდი რომ ვინმეს ჩემთვის ეშველა, მაგრამ მივხვდი რომ ეს ჩემი დასასრული იყო და თავს ვერავინ დამაღწევინებდა. მიახლოვდებოდა, რომ ტუჩებში ეკოცნა, მე თვალები დავხუჭე ტირილისგან და ველოდი თუ როდის შემეხებოდა თავისი ბინძური ტუჩებით, მაგრამ არაფერი არ მოხდა. გაკვირვებულმა გავიხედე და ის ნაბიჭვარი კუთხეში ეგდო, ხოლო მეორე მხარეს კი, ის სიმპათიური ბიჭი ჩემს განთავისუფლებას ცდილობდა, რომელიც მარკეტში შემხვდა.