რეალური წარმოსახვა

266 23 13
                                    

ყოველდღიური ცხოვრების რუტინა თითქოს შიგნიდან განგრევს. გაიძულებს შეეგუო ერთ კონკრეტულ გზას და ამის შემდეგ გადახვევა არც იფიქრო. ხალხიც ერთფეროვანი ხდება. ყველა ერთი თიხისგანაა გამოძერწილი და არც ისინი ცდებიან თიხას... მაგრამ გინდა დაიჯერო, ან თუნდაც იფიქრო რომ არსებობს ვიღაც, ვინც ამ თიხის ყალიბს დაანგრევს და გამოვა თავისი რეალურობით, თუნდაც სიგიჟით.

მაღალი სხეული ფანჯრიდან იყურება და უკანასკნელ შტრიხს ისწორებს სამსახურში წასვლამდე. სამსახურში, სადაც უამრავი თეთრი კედელია. ერთი შეხედვით სიმშვიდე, მაგრამ სრული გონებრივი ქაოსი. ყველა იქ მყოფს, აქვს მცდელობა დაანგრიოს თიხის ყალიბი და რეალური ,,მე" გაანთავისუფლოს, მაგრამ... ეს მცელობაა. მცდელობა, რომლის შუაშიც იძირები და შემდეგ ოკეანე გშთანთქავს. არ გაცდის ამოისუნთქო... შემდეგ ფსკერზე ეშვები და ეს მეორდება, მეორდება და მეორდება უსასრულოდ და ქაოტურად. ერთ პერიოდში ფიქრობ, რომ დამთავრდა მუდმივი ოკეანის შთანთქვა, მაგრამ მალევე აცნობიერებ, რომ სულ მარტო ხარ გაშლილ, თეთრ მინდორზე და იქ არავინაა, მხოლოდ შენ და დამსხვრეული თიხის ყალიბი. მარტოობის შიში უფრო და უფრო ვრცელდება შენში და ხვდები, რომ უამრავი გზა გაქვს, მაგრამ ყველა მათგანი ჩაკეტილია. და გინდა იყვირო, რომ ყველა შიში გარეთ გამოდევნო, მაგრამ არაფერი გამოდის. ქაოსი იმატებს და მხოლოდ ეს გრჩება მუდმივ სატანჯველად. გონებაც სწორედ მაშინ იწყებს თამაშს და ამ ყველაფერს გიმსუბუქებს, მაგრამ რის ფასად? გამჭვირვალობა, საკუთარი თავის გარიყვა და ბოლოს თეთრი კედლები, უარეს შემთხვევაში მაღალი შენობიდან ილუზიური ფრთებით ფრენა.

ოთახში ტელეფონის გამაყრუებელი ზარი ისმის. მაღალი სხეული ეკრანს აკვირდება, შემდეგ მის სახეს ნათელი ღიმილი ეფინება და ტელეფონს პასუხობს.

- გისმენ საყვარელო?

- ექიმო კიმ თეჰიონ, შეგახსენებთ, რომ დღეს არ უნდა დააგვიანოთ სამსახურში.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 04, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

The real imagination (დასრულებული)Where stories live. Discover now