რამდენჯერმე ძლიერად დავარტყი კარს შეკრული მუშტი. არეული ვიყავი, გული საოცრად სწრაფად მიცემდა, არაფერზე ვფიქრობდი, რადგან გონება სრულიად დავბლოკე და კიდევ ერთხელ დავაბრახუნე მუშტი კარზე.ღამის სამი საათი იყო, მე კი ამ დროს, სახლიდან გამოქცეული, იმ ერთადერთ ადამიანთან მოვედი, რომელიც ვიცოდი, რომ დამეხმარებოდა, რომელიც ვიცი, რომ არსად გამიშვებს, მით უმეტეს, ასეთ დროს.
კარგად გავიგე, როგორ შეირხა კარის უკნიდან რაღაც, რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ კი, ჩემს წინ ის ბიჭი გამოჩნდა, რომლის ნახვასაც ასე ვცდილობდი. თმები ძილისგან აჩეჩილი ჰქონდა, თვალები ნახევრად გახელილი და ჩემთვის გაუგებარ რაღაცას ბურტყუნებდა.
-რიკუ? - არ დამჭირვებია მეორედ განმეხილა ის, რასაც გონებაში უკვე ვფიქრობდი, რამდენიმე ნაბიჯი სწრაფად გადავდგი მისკენ და ისე, რომ გააზრება არ დავაცადე, უკვე ბაგეებზე ვეხებოდი.
ბუნებრივი იყო მისი დაბნეულობა, როცა ტუჩები მისას მივაწებე, მაგრამ როგორც კი გაანალიზა რა ხდებოდა, მაშინვე მომხვია ხელები წელზე, მისკენ მიმიზიდა და კოცნაში ამყვა. მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ ახლა ჰაერივით არ მჭირდებოდა მისი კოცნა, მისი ხელების შეგრძნება წელზე და ყრუ კვნესა, რომელიც მაშინვე მოწყდა ჩემს ბაგეებს, როგორც კი კოცნა გააღრმავა.
-რა მოხდა? - კოცნებში ამოილაპარაკა, სანამ კარი ჩემს უკან მოიხურა და რამდენიმე წამში მასსა და კარს შორის მომამწყვდია.
-ჩემი მშობლები. - დრო არ დამიკარგავს, ხელი მისი მაისურისკენ წავიღე და შიგნით შევძვერი.
-ისევ? - არ უყოყმანია, ხელები აწია და საშუალება მომცა, მაისური სხეულიდან მომეცილებინა მისთვის.
-ისევ, ქუქი. - მისკენ გადავიხარე, ტუჩებით კისერზე შევეხე და ლაქების დატოვება დავიწყე. ხვნეშით მიმწია მისკენ, რათა კოცნაში ავეყოლიებინე.
YOU ARE READING
Feel Me - J.JK. 🍂
Fanfiction🔞🔞 ~ One-Shot ~ თუ მსგავსი რაღაცები არ მოგწონს, ეს ადგილი შენთვის ნამდვილად არ არის. 😉 25.03.2020