Someone like you

204 34 17
                                    

ჩემო მშვენიერო, როგორ ხარ?
მე კარგად ვარ, ჩემზე არ იდარდო.
ისევ წერილს გწერ, საყვარელო, მაგრამ გპირდები, მალე ჩამოვალ და გულში ჩაგიკრავ.
აღარ გაგიშვებ და სამუდამოდ ჩემთან მეყოლები, ძვირფასო.

ნეტავ, ახლა შენი თავი დამანახა, ლამაზ კაბაში რომ ხარ გამოწყობილი და სტუმრებს შენს ნათელ ღიმილს რომ ახვედრებ.

იცოდე, უჩემოდ არ მოიწყინო და გაერთე შენს მეგობრებთან ერთად, ცრემლი კი-არ დამანახო!

ღმერთო, როგორ მინდა ახლა შენთან ვიყო და იმ სიხარულს ვიზიარებდე.
ვუყურებდე შენს ცეკვა-თამაშს და კაბის შრიალს.
სხეულს, რომელიც მუსიკას მელოდიურად ჰყვება და ნაზად ირხევა.

ოჰ, როგორ მომენატრე, ჩემო ძვირფასო, ჩემო ტურფავ.

უკვე დიდი გოგონა ხარ, მაგრამ ჩემთვის ისევ ის პატარა ბავშვი, რომელიც გავიცანი.
გახსოვს საყვარელო? მაშინ ბავშვები ვიყავით.
შენი წითელი კულულები რომ დავინახე და მომნუსხა.
როგორ მომინდა, შეგხებოდი იმ ალისფერ დალალებზე, რომელიც ახლა ძალიან მიყვარს.
შენი ყოველი ნაკვთი მიყვარს, ძვირფასო, მიყვარს და მენატრება.
სიგიჟემდე მენატრები.

შენს სურნელს ახლაც ვგრძნობ. ვგრძნობ შენს ბაგეებს ჩემს ტუჩებზე და ვიღიმი.

ახლა, აქ რომ იყო, დარწმუნებული ვარ შენი კისკისით გამავსებდი და დაკვრას მთხოვდი.
მეც ავიღებდი ჩემს ვიოლინოს და ხემის ნაზი შეხებით ავაკვნესებდი.
შენ თვალებს მინაბავდი და ღიმილით იღიღინებდი.
ჩემო ბავშვო.

უკვე დიდი ხარ, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. შინაგანად ისევ ისეთი ხარ, როგორც გაგიცანი, ბავშვი, პატარა ბავშვი.

ცოტა დრო დარჩა, სიხარულო, მალე ჩამოვალ და გნახავ. ხომ დამელოდები?
მოვალ და ცეცხლისფერ თმაში უამრავ მინდვრის ყვავილს ჩაგიწნავ.
შემდეგ ისევ ვიოლინოს ავიღებ და დაკვრას დავიწყებ.
შენ კი ფეხშიშველი დადგები ჩემს წინ და ცეკვას დაიწყებ.
როცა დავამთავრებ გამოიქცევი და სიცილით ჩამეხუტები.

ხშირად გითქვამს, ერთნაირები ვართო.
ხასიათებით მართლაც ვგავართ, ერთიდაიგივე რამეზე ვბრაზდებით, გვიხარია, ვბედნიერდებით.
ხანდახან ნაკვთებიც დაგიფიქსირებია.
ცხვირზე ნაზად რომ ჩამომისმევდი ხელს და შემდეგ შენსას ადარებდი.
პაწია ხელს ჩემსას რომ მოადებდი და შემდეგ ხითხითებდი.
ყელში რომ ნაზ ამბორს დამიტოვებდი, ღმერთმანი, როგორ მიყვარდა.
მომენატრე პრინცესა, ძალიან მომენატრე.

მესამე დაბადების დღეა უკვე რაც შენთან ერთად არ ვარ, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურად. მთელი ჩემი სული და გული შენ გეკუთვნის, ლამაზო, სულ შენთანაა, ჭირშიც და ლხინშიც. მალე ჩამოვალ, მალე დამთავრდება ეს ომი, არ იდარდო. უვნებელი დავბრუნდები. დაბადების დღეს გილოცავ პატარავ, ძალიან მიყვარხარ.

კიმ თეჰიონი.
1961 წელი. 30 მარტი.

~~~~~~~~~~~~~~~~~
Happy Birthday my little girl💙
Lonely_Eva

Iᑎᑎᗴᖇ ᑕᕼIᒪᗪWhere stories live. Discover now