Chapter 23

450 41 14
                                    

თავი 23

თავი 23

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

*** 

(მარტენის თვალთახედვა) 

იმ ღამინდელ ჩემს ცრემლებს უკვალოდ არ ჩაუვლია. თვალები ამიხილა და საბოლოოდ დამანახა რომ ლიამ პეინს ჩემს ცხოვრებაში იმაზე დიდი მნიშვნელობა შეეძინა ვიდრე ეს მე მეგონა.
მთელი ამ დროის განმავლობაში მის თითოეულ საქციელს ვაფასებდი და ეს ჩემს მისდამი ნდობას მეტად და მეტად ამყარებდა. თუმცა ჩვენს შორის პირვანდელი მიზიდულობის ხელახლა შეგრძნება პიკი აღმოჩნდა. 

გული გაუჩერებლად სწრაფად მიცემდა და ბედნიერებას მთლეი სხეულით ვგრძნობდი,ის ჩემს გვერძე იწვა, ხელები ჩემს წელზე შემოეხვია და მშვიდად ხედავდა სიზმარს, აი მე კი ვერაფრის დიდებით ვერ მივეცემოდი ძილს მაშინ როდესაც ამდნი ხნის ნანატრი გვერდით მეწვა და შემეძლო ასე ახლოს დამეგულა. მომწონდა მისი სუნთქვა რომ მესმოდა და მისი მძინარე, მშვდი სახეც მომწონდა. 

არც ვიცი როდის ჩამეძინა, მაგრამ დილას კარგად გამოძინებულმა რომ გავიღვიძე ეგ მახსოვს. თუმცა ლიამი გვერდით აღარ მეწვა რამაც ცოტა არ იყოს გული დამწყვიტა, მეორე მხრივ კი პირიქით დამამშვიდა. აქ რომ ყოფილიყო არ ვიცი რას გავაკეთებდი. მისი არ მცხვენოდა მაგრამ დაბნეული კი ვიყავი.  უნივერსიტეტში უნდა წასასვლელი რაც ცოტა განტვირთვაში დამეხმარებოდა, ნამდვილად მჭირდებოდა სხვა თემაზე ყურადღების გადატანა. 

მალევე გავემზადე, შაბათ-კვირას დაწერილი ნაშრომი ავიღე და სახლიდან გავედი. მთელმა დღემ ისე ჩაიარა რომ ლიამისგან არც ერთი ზარი და მითუმეტეს შეტყობინება არ მიმიღია მაგრამ სულაც არ ვგრძნობდი თავს ცუდად ამის გამო. ვიცოდი ლიამისთვის გრძნობების აღიარება ისეთივე რთული იყო როგორც ჩემთვის მისი ჩემდამი სიყვარულის დაჯერება და სწორედ ამიტომ არ მსურდა ნაჩქარევად რამე  მომხდარიყო ჩვენს შორის თუნდაც გუშინდელის მაგვარი წყნარი საუბრის გამეორება. სახლში მისულს კარი ჩაკეტილი არ დამხვდა, მზად ვიყავი მასთან საუბრისთვის და უკვე აზრებს საბოლოოდ ვალაგებდი რა უნდა მეთქვა მაგრამ სასტიკად გაწბილებული აღმოვჩნდი როდესაც მისაღებში ლიამთან ერთად ჰენრი დავინახე.

Devil Eyes (შეწყვეტილი) Where stories live. Discover now