,,I dread closing my eyes, what if I never want to return back from his dream"
JM POV:
თვალები გავახილე სრულ სიბნელეში და ვიღაცის ხელები ვიგრძენი ჩემს წელზე.
-აქ როგორ მოვხვდი?
შემდეგ გამახსენდა როგორ მომიყვანა ჯინ ჰიონმა ამ ოთახში, დამამშვიდა, ჩამეხუტა, შემდეგ კი მოულოდნელად ჩამეძინა.
მაგრამ ვინ იწვა ჩემს გვერდით?
შესაძლოა ეს ჯინ ჰიონი ყოფილიყო, მაგრამ ზედმეტად ბნელოდა იმისთვის რომ ამ ადამიანის სახე ამომეცნო.
ვცდილობდი თავი დამეხსნა მისი მკლავებისგან, თუმცა ოდნავი მოძრაობაც დიდ ტკივილს მაყენებდა. მთელი სხეული ჯოჯოხეთურად მტკიოდა, თუმცა ჯინ ჰიონის ძალიან მადლობელი ვიყავი რადგან ჭრილობები დამიმუშავა.
-თუ პატრონი აქ მიპოვის, ჯინსაც პრობლემები შეექმნება. უნდა დავტოვო აქაურობა.
თან არ ვიცოდი რა ურთიერთობა ჰქონდა მას პატრონთან ამიტომ გარისკვა არ შემეძლო. ძალიან ფრთხილად ვცდილობდი, რომ მისი ხელებისგან განვთავისუფლებულიყავი და დამეიგნორებინა ტკივილი ჩემს სხეულში. ბევრი ბრძოლის შემდეგ, საბოლოოდ ავდექი ლოგინიდან და კარებისკენ წავედი. ეჭვიც არ მეპარებოდა იმაში რომ სიარულის ნაცვლად ვკოჭლობდი თუმცა ერთ ადგილზე დარჩენა უფრო მეტ ტკივილს იწვევდა, ამიტობ წუწუნის და ხმაურის გარეშე გავაგრძელე კარისკენ სვლა. კარი ოდნავ შევაღე და დავინახე მთლიანად განათებული დერეფანი.
-რომელი საათია? -გაოცებული ვიყავი
-ის უკვე სახლშია?
ოთახიდან გავდიოდი როდესაც ჩემს უკან ღრმა და ავტორიტეტული ხმა მომესმა.
-შენი აზრით სად მიდიხარ?
3rd POV:
ჯიმინმა ნაბიჯები შეაჩერა. სახიდან ფერი მთლიანად წაეშალა როდესაც გაანალიზა თუ ვის ეკუთვნოდა ეს ხმა. ყველანაირი ეჭვის გარეშე იცოდა, რომ ეს მისი პატრონის ხმა იყო თუმცა ჯიმინი იმას ფიქრობდა თუ რატომ იყო იგი ამ ოთახში. ერთდროულად იგი დაბნეულიც იყო და თან შეშინებულიც. ერთ ადგილას გაიყინა, ვერ მოძრაობდა, ცდილობდა უკან მიეხედა როდესაც ნაბიჯების ხმა გაიგო. ისეთი შეშინებული იყო თითქოს მოჩვენება დაინახა. დარწმუნებული იყო, რომ ის მასთან უკვე საკმაოდ ახლოს იყო. ასევე იცოდა, რომ მისი სხეული სულ მალე ახალი სისხლჩაქცევებით და ჭრილობებით იქნებოდა დაფარული.
არ იცოდა თუ კიდევ გადაიტანდა.
მისი ფეხები ჟელესავით იყო რადგან ყველა შიშმა ერთდროულად დაუარა, ამიტომ ცივი იატაკისკენ დაიწყო ვარდნა, თუმცა სანამ დავარდებოდა ძლიერმა ხელებმა მოასწრეს მისი დაჭერა.
ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ თითქოს მისი სხეული მიწიდან ამაღლდა. მძიმედ ამოისუნთქა, ინსტიქტურად მოხვია ხელები კისერზე და თვალები მძიმედ დახუჭა.
იგი ოთახში შეიყვანა, რბილად დააწვინა საწოლზე და ნაზად მიაფარა საბანი. თვალებს არ ახელდა რადგან ეშინოდა იმის რომ თუ ამას გააკეთებდა მისი სიზმარი დასრულდებოდა და მკაცრი რეალობის წინაშე დადგებოდა, ამისთვის კი ჯერ მზად არ იყო. ჩუმად იწვა, თვალები უფრო მჭიდროდ დახუჭა როდესაც ჯონგუკის ხმა გაიგო....
YOU ARE READING
Enchained-Jikook
Romanceჯიმინი არის 20 წლის ბიჭი რომელიც სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს მანამ სანამ ერთ დღეს არ მოიტაცებენ და მონების ბანაკში გაყიდიან. ეს ყველაფერი მეტად გართულება მაშინ როდესაც მას იყიდის 22 წლის მამაკაცი რომელიც გულგატეხილია, არ ენდობა ხალხს და უნდა რომ ყ...