~Part 9~

567 47 3
                                    



— და ისევ გამარჯობა, — ის, როგორც ყოველთვის მომღიმარი და თავაზიანია, თუმცა მისთვის თვალებში ჩახედვა გიჭირს, იმაზე მეტად ვიდრე აქამდე, — ჩემთვის, როგორც ყოველთვის.

შენ თავს უქნევ უხერხულად და სწრაფად გადიხარ ფუნთუშისთვის, რომ თეჰიონი არ ალოდინო. ბიჭს ბედნიერებისგან თვალები უნათებს, ვარდისფერი ლოყებითა და ფართო ღიმილით. ის თვალს გადევნებს, ისე როგორც სჩვევია და ამჩნევს როგორ ცდილობ მისთვის ისევ ყველაზე დიდი და ლამაზი დარიჩინის ფუნთუშა შეარჩიო, ბარისტას კი ამ დროისთვის მზა ყავა მიაქვს სალაროსკენ და ჭიქას მომზადებულ ლანგარზე დებს.

— სტალკერს გავხარ, — გოგონა მზერას არ წევს და იცინის იქამდე, სანამ შებრუნდება და ნაბიჯს გადადგამს საკუთარი სამუშაო ადგილისკენ.

— რა არის ცუდი იმაში, რომ მინდა ხშირად ვნახო ჩემი შეყვარებული? — ბიჭი ღიმილს აგრძელებს, თუმცა მის გარშემო აურა უეცრაც იცვლება მუქარისებრში.

— შ-შეყვარებულის? — შენ სალაროდან ორ ნაბიჯში დგომას აგრძელებ, ღია პირით და ფუნთუშის თეფშით ხელში.

— კი, — კიმი გულწრფელად გაკვირვებულია იმისგან, რომ შენითაც ვერ მიხვდი, სალაროს მარმარილოს მაგიდას ეყრდნობა ხელებით და ისევ ეცვლება ხასიათი — უარზე ხარ?

— არა, რა თქმა უნდა.

ცდილობ არ გაიღიმო ძალიან ფართოდ, თუმცა ბედნიერებისგან კუნთებიც კი გეჭიმება და ხელით ტუჩებს იფარავ, სანამ ტერმინალისგან ჩეკს ელოდები. გეგონა, რომ მსგავსი საკითხები სხვანაირად ხდებოდა — დადიხართ პაემანზე, ერთმანეთს უტყდებით საკუთარ გრძნობებში და უკვე ამის შემდეგ წყვეტთ რა დაარქვათ ურთიერთობას, თუმცა ამ ბიჭთან ყველაფერი სხვაგვარად არის, როგორც ელოდი. მოგწონს ის, თუ როგორი სიმარტივით საუბრობს თქვენზე, გახსნილად და გამბედავად, დამალვისა და უხერხულობის გარეშე.

თეჰიონი კაფეში რჩება ცოტა ხანი, მაშინვე მიდის, როგორც კი თავის კაპუჩინოს ამთავრებს, ხელს გიქნევს დამშვიდობების ნიშნად და თითებით ტელეფონის იმიტაციას აკეთებს ყურთან, განიშნებს რომ დაგირეკავს საღამოს. ბარისტა უცნაურ წყვილად მოგიხსენიებთ, რადგან სულ ახლახანს გაიცანით ერთმანეთი, ადრეა რაიმე სერიოზულის დაწყება, თუმცა შენ დაიღალე თვეები ადამიანებთან ურთიერთობით იქამდე, სანამ ახალ ნაბიჯს გადადგამთ, სიყვარული გჭირდება ახლავე, ამიტომ, შესაძლოა ეს სისწრაფე უკეთესიც იყოს. დარჩენილი საღამო ღრუბლებში დაფრინავ, თავში გიტრიალებს ისევ ის, როგორ გიწოდა კიმმა საკუთარი შეყვარებული და იცინი ჩუმად, ცდილობ არ შეაშინო შენი უცნაური საქციელით სტუმრები.

"Almond cappuccino"Where stories live. Discover now