[one shot]

81 7 3
                                    

    -მახსოვს ყველაზე მეტად თეთრი ვარდი გიყვარდა. ის საღამოც კარგად მახსოვს, როდესაც ჩემი გრძნობების კონასთან ერთად პრიველად გაჩუქე თეთრი ვარდების თაიგული.

უმწეო, ქერათმიანი გოგონა თმაში თეთრი ვარდითა და ფარფატა თეთრი კაბით ფანჯრის წინ იჯდა და მკრთალად იღიმოდა. დედამიწაზე სუსხიანი გაზაფხული იდგა, გარედან ყვავილების სუნით გაჟღენთილი ჰაერი შემოდიოდა და აბრეშუმის თმას ნაზად ურხევდა. ღია ცისფერი ჭიქიდან ახლად ადუღებულ პიტნის ჩაის სვამდა და ხედით ტკბებოდა. სწორედ იმ დღეს მივუტანე თეთრი, ქათქათა თაიგული და სწორედ მაშინ გადავეცი ჩემი გული სამუდამოდ. 

მან კი მითხრა:

–ერთ დროს მეც ასე ვყვაოდი... ჩვენი თეთრი სიყვარულის გჯერა? დროა იწამო, რადგან ოდესღაც ყველა სიყვარული ჭკნება.–თქვა და თაიგულში ჩამალულ ერთადერთ დამჭკნარ ვარდს თითი გადაუსვა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სამუდამო ვერ იქნებოდა...

–ყველა სილამაზე ოდესღაც კვდება...

–ყველა სიყვარული ოდესღაც ქრება...

–ყველა თეთრი ვარდი ოდესღაც ჭკნება...

***

–იმ დღეს იწამა ის სიყვარული, რომელმაც იმ ერთადერთი დამჭკნარი ვარდივით მარტოსული გახადა.

იმ დღის მერე გაქრა მისი პიროვნება...

იმ დღის მერე გაქრა ის ქერა, რომელიც ყოველდღე ბუნებას ლამაზი ღიმილით აჯილდოვებდა.

იმ დღის მერე გაქრა ის თეთრი ვარდი, რომლის გარეშეც ბუნება ერთფეროვანი იქნებოდა.

 –მან უთხრა, რომ როდესაც მონატრება მოეძალებოდა თეთრი ვარდის სურნელი შეესუნთქა და მის სიახლოვეს იგრძნობდა. იმ დღის მერე ბიჭის ოთახი ჩაფლულია თეთრი ვარდების თაიგულში, მაგრამ იმ მწველ გრძნობას მაინც ვერ უნქარვებს.

მაინც ვერ უბრუნებს იმ ლამაზ, მანათობელ თვალებს, რომლებიც სიცოცხლის ძალას აძლევდნენ.

ახლაც დაჰყურებს იმ მომაჯადოვებელ აბრეშუმის თმას, იმ თეთრ კაბას, რომელიც მის ანგელოზს მზის ჩასვლისას ეცვა. 

და აი, მისი თვალებიც აკიაფდნენ...

ჰაჰ, სულ ტყუილად... ისინი მაშინვე ჩაქრნენ, როდესაც დამჭკნარი ვარდების კონას შეეჩეხნენ.

ახლა სწორედ ის დროა: 26 მაისი...

გაზაფხულის სუსხიანი საღამო. მზე ჩადის მისი სხივები კი მაინც აღწევენ ქერას ოთახში და თეთრ, მარმარილოს რაფაზე ეცემიან. სწორედ იქ, სადაც ღია ცისფერი, პიტნის ჩაით სავსე ჭიქა დგას. იმ თეთრ, მაღალ სკამზე ეცემიან, რომელზეც შვიდი წლის წინ უმწეო, ქერათმიანი გოგონა თმაში თეთრი ვარდითა და თეთრი ფარფატა კაბით იჯდა.

ისევ ეცემიანი მარგალიტის ცრემლები თეთრ იატაკზე...

ისევ ივსება ბიჭის ერთ დროს მოციმციმე თვალები გამჭირვალე მარილიანი სითხით...

ისევ ტკბება თეთრი ვარდის მათრობელა სურნელით...

ისევ ჩაფლულა თეთრი ყვავილების სამყაროში...

გული ასვენია მაღალ სიჩუმეში...

ისევ მონატრებით ტირის თეთრი როიალი...

გრძელი თითები ნერვიულად ფარფატებენ მის თეთრ კლავიშებზე...

ისევ ამ ჰანგებით ტკბება ახალგაზრდა გოგონა თეთრი ვარდით თმაში...

ისევ ამ ჰანგებს ღიღინებს თეთრკაბიანი უმწეო სხეული...

ისევ თეთრი ვარდით ხელში როიალზე შემომჯდარა მისი ანგელოზი და ნაზი ხმით მის სიყვარულს ჩუმად ეჩურჩულება...

ისევ თეთრი ვარდი... 

თეთრი როიალი... 

ისევ მარგალიტის ცრემლები...

მაგრამ...

არა თეთრკაბიანი ანგელოზი...

არა ქერათმიანი უმწეო სხეული თმაში თეთრი ვარდით...

და აი ისევ...

ერთადერთი, დამჭკნარი თეთრი ვარდი ძირს აგდია და მარგალიტის ცრემლები ასველებს...

თანაც სიშორეზე ტირის როიალი...




You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 19, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

rosa bianca   [one shot] <3Where stories live. Discover now