საცოდავი ხარ

500 81 25
                                    

გუშინ საღამოს შემატყობინეს, რომ მოკვდი... რა სისულელეა? ფანჯრიდან გადახტომა? არანაირინი ფანტაზია არ გაქვს, თოჯინავ. ვენები მაინც გადაგეჭრა, ეს უფრო საცოდავად გამოჩნდებოდა, ვიდრე შენი ნახტომი არსად: წითელი ხაზები ხელებზე, სისხლით სავსე აბაზანა - ემოციური, პომპეზური, შესახედაობრივი... სიკვდილში რაღაცნაირი პათოლოგიური ცივი სილამაზეა, რომლის ამოცნობა ყველას არ შეუძლია, იმწამსვე უიმედობაში და შიშში იტვირთებიან. უსიცოცხლო, გაყინული სხეული მისი უძრაობით მშვენიერი და ამავდროულად საშიში ხდება. შიშის და აღფრთოვანების შეთავსება მართლაც შესანიშნავია!

ყოველთვის მომწონდა შენს ტანჯვაზე დაკვირვება, რომელსაც თავად იგონებდი. რამდენის იყავი? 17? და გადაწყვიტე, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა? სულელო ბავშვო. თვითმკვლელობა - ეგოიზმია, სულელური ხერხი ყურადღების მიქცევისა და მეტი არაფერი. ყურადღება მიიქციე? რათქმაუნდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შენ საცოდავი და არარაობა ხარ... გინდა იცოდე, რა გავაკეთე, როდესაც შენს გარდაცვალებაზე გავიგე? ჩემი ყავის სმა და წიგნის კითხვა გავაგრძელე. რატომ? რადგან შენ გამოუსადეგარი, კაპრიზული არსება ხარ, რომელიც შესაცოდებლად და მითუმეტეს თანასაგრძნობადაც არ ღირს. გამეცინა, როდესაც შენი ძმა ტელეფონში ჩამყვიროდა, რომ მე ვარ დამნაშავე. მე? რა სისულელეა. მე ხელი არ მიკვრია - თვითონ გადადგი ნაბიჯი სიცარიელისკენ... თითოული ადამიანი თავისუფალია როგორ მოექცეს საკუთარ ცხოვრებას. არიან ხალხი, რომლებიც ჟანგბადს ტანჯვას ანაცვლებენ - შენ ერთ-ერთი მათგანი იყავი... შენთვის სიყვარული მოიფიქრე, თითოეულ კუთხეში ქვითინებდი, უპასუხო სიყვარულზე ყვიროდი, სახეზე მსოფლიო მწუხარებას იხატავდი და თხელ მაჯაზე, ჩემს სახელს დანის წვერით ფრთხილად იწერდი... ვენების დაშავების გეშინოდა? ბუნებრივია. ეს ხომ ირგვლივ მყოფთათვის უბრალოდ შოუა, სპექტაკლი << მე ისეთი უბედური ვარ, მას არ ვუყვარვარ>>. მთელი შენი ცხოვრება - პუბლიკაში თამაშია. ამ ქვეყნიდან წასვლაც ხმაურიანად გადაწყვიტე, რომ შენზე მომავალშიც ისაუბრონ, რომ შეეცოდო და თანაგიგრძნონ. ალბათ სიკვდილის წინ, ასეთი სტილის წერილიც დატოვე: <<ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, ჩემი გული მზადაა ნებისმიერ წამს გამოუვალი მდგომარეობიდან გაჩერდეს. სჯობს მოვკვდე, ვიდრე ტანჯვა გავაგრძელო>> საინტერესოა, როგორ გადაწყვიტე შენი არაფრის მაქნისი არსებობის გაწყვეტა? რაიმე საზიზღრობა დალიე, რასაც ჩვეულებრისამებრ აკეთებდი, ან იქნებ უბრალოდ დაგავიწყდა, რომ პრაქტიკულად მერვე სართულიდან გადმოხტომის შემდეგ, გადარჩენა შეუძლებელია? შენ საცოდავი, მშიშარა ქმნილება ხარ, რომელმაც დატანჯული მსხვერპლის როლი მოირგე. ისეთ არარაობებს ვერ ვიტან, როგორიც შენ ხარ. რისი მიღწევა გინდოდა? და რას მიაღწიე? შენი ოჯახი სულით მკვდარია, მეგობრები დაცემულები და გულგატეხილები... მე კი ფეხებზე მკიდია. ჩემში გუშინდელი დღიდან მოყოლებული არაფერი შეცვლილა, რადგან ისეთებისგან თავს ვიღობავ, როგორიც შენ ხარ. შენს სიკვდილამდე ჩემთვის არაფერს ნიშნავდი და მის შემდეგაც არაფერს ნიშნავ. ჩვეულებრივი მცირეწლოვანი ხარ, რომელიც იმის მაგივრად რომ გაზრდილიყო და რაიმესთვის მიეღწია, დეგრადირებდა, განვითარება შეწყვიტა და საბოლოოდ უტვინო არსებად იქცა...

შენი საქციელი - შენი ტვინის სიძუნწის და შენი უსაზღვრო ეგოიზმის მაჩვენებელია. შენმა მოკლე სიცოცხლემ ასანთივით ნათებაც ვერ შესძლო - ის სწრაფად, მყრალი იაფასიანი სიგარეტივით ჩაქრა და ლუდის დაქცეულს სითხეში ჩაიფერფლა...

საცოდავი ხარ...

------------

ჩემი ახალი ვანშოთი, ჩემთვის ერთ-ერთ მტკივნეულ თემაზე((( ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ ვისაც სურვილი გექნებათ შემიფასეთ))

You Are PatheticWhere stories live. Discover now