Chapter 1

117 18 0
                                    

"ყოველი ახალი დღე, ახალი შესაძლებლობაა - დაიწყო შენი ისტორია ახლიდან"

________________________

საკუთარ თავს იქამდე ვერ იპოვი, სანამ არ დაკარგავ მას... გვიანია მაგრამ მე ჯერ კიდევ ფანჯარაში ვზივარ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევცქერი და მაინც როგორი საოცარია სამყარო, მაგრამ ამავდროულად როგორი სასტიკი და დაუნდობელი, ყველაფერს მოგცემს ბედნიერებისათვის, მაგრამ შემდეგ ისე წაგართმევს, რომ ამ ყოველივეს გააზრებასაც კი ვერ მოასწრებ...

მე ჰანა ვარ, ჰანა ადამსი 19 წლის, ერთი შეხედვით ისეთი გოგო, რომელსაც თითქოს და არაფერი ადარდებს...ხატვით ვარ გატაცებული, ეს ერთადერთი რამაა, რაც დიდი წარმოსახვის არეალს მიქმნის მაძლევს საშვალებას ჩემი ტკივილი, ემოციები და გრძნობები ერთ ფურცელზე ავსახო...სულ ესაა არც თუ ისე საინტერესო ცხოვრება არ მაქვს, ხვალ კოლეჯის პირველი დღეა...ახალი დღე, ახალი თავგადასავალი...

დილით ადრე გავიღვიძე, ფეხზე ზანტად წამოვდექი ფანჯარა გამოვაღე, გაზაფხულის გრილი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე და აბაზანაში შევედი, თავი რომ მოვიწესრიგე ტანსაცმელი ჩავიცვი და სამზარეულოში ჩავედი, ყავა გავიკეთე მალევე დავლიე ჩანთა ჩავალაგე გასაღები ავიღე და სახლი დავტოვე...მანქანა დავქოქე და სკოლისაკენ დავიძარი, იმის იმედით რომ იქ მაინც გავიცნობ ვინმე საინტერესო პიროვნებას. ამასობაშ კოლეჯთანაც მივედი, მანქანა გავაჩერე და ბავშვებს შევუერთდი...პირველი მათემატიკის ლექცია მქონდა, ლექციაზე რომ შევედი, ჯერ კიდევ ცარიელი იყო ადგილები, ამიტომ წინ დავჯექი, მიყვარს მათემატიკა...მათემატიკამ კარგად ჩაიარა, შემდეგ ქიმია და ბილოგია, როცა ლექციები დამიმთავრდა გარეთ გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი და პარკისკენ დავიძარი ძალიან მიყვარს იქ ყოფნა საოცრად ჩუმი ადგილია და განტვირთვაში მეხმარება, ჩემი პატარა რვეული ავიღე და სკამისკენ მივდიოდი როდესაც ვიღაცას დავეჯახე...

IF I Could FlyWhere stories live. Discover now