🖇💜

114 17 7
                                    

იბადები, ხდები ჩვილი, შემდეგ ბავშვი, მოზარდი, ზრდასრული ადამიანი, ხანში შესული, შემდეგ მოხუცი, ბოლოს კი კვდები და ყველაფერი სრულდება.
ცხოვრების ყველა ეტაპზე ცხოვრებას სხვა თვალით უყურებ. ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ყველანაირი ფილოსოფია რომ გვერდზე გადავდოთ, თითოეული ჩვენგანი ჩვენი სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა საგანსა თუ მოვლენას სხვადასხვა გვარად აღვიქვამთ. მაგრამ ამის საშუალება, მე არასდროს მქონია.
ბრმა დავიბადე. დედაჩემს ძალიან უხაროდა ჩემი გაჩენა, მანამ  თვალებში ჩამხედავდა, რაოდესაც ჩემი გაშეშებული თვალები დაინახა, პანიკაში ჩავარდა. ჩემი არაფრისმეტყველი თვალების დანახვისას ახლაც ვგრძნობ როგორ მოერევა ხოლმე დედას ცრემლები. მაშინვე ისე იწყებს ლაპარაკს თითქოს ყელში ბურთი გაეჩხირაო.
დედა როგორც ამბობს ჩემი თვალები ოკეანესავით ლურჯი და ღრმაა. მართალია არ ვიცი ოკეანე როგორია, მაგრამ ალბათ საოცრად ლამაზი უნდა იყოს რადგან დედა ძალიან აღტაცებით საუბრობს ხოლმე მასზე. ამბობს რომ ოქროსფერი სწორი თმები და მარწყვივით ტუჩები მაქვს. დედას აზრით ულამაზესი ვარ და ჩემზე უკეთესი შვილი არ შეიძლებოდა რომ ყოლოდა მაგრამ ის აზვიადებს და ჩემი აზრით ამით ის ბრმა შვილის ყოლით გამოწვეული ტკივილის დაფარვას ცდილობს.
ერთი ოცნება მაქვს. მართალია ამ ოცნებას ახდენა არ უწერია, მაგრამ მე მაინც არ შევწყვეტ მასზე ოცნებას და ჩემს გულში ღრმად შევინახავ.
ვვოცნებობ, რომ სულ ხუთი წუთით გავახილო თვალი და დავინახო სამყარო. დავინახო დედაჩემი და მამაჩემი. სულ რაღაც ხუთი წუთიც კი საკმარისი იქნება. მინდა რომ ჩემი მშობლები მაინც დავინახო და შევძლო მათი დამახსოვრება. ვუთხრა დედას როგორი ლამაზია და მამას თუ როგორი სიმპატიურია. მინდა დავინახო ჩემი თვალები და აღვიქვა როგორი ფერი აქვს ოკეანეს, რადგან არა მგონი 5 წუთში ოკეანეს ნახვაც მოვასწრო, უბრალოდ მინდა ჩემი თვალების ნახვით მაინც აღვიქვა მისი ფერი და სიღრმე. ეს არა რეალურია და არასდროს მოხდება და ალბათ ყველა იტყვით რომ არა რეალურზე ოცნება უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა, მაგრამ ჩემთვის ეს იმედის ნაპერწკალივითაა, მის გარეშე ჩემი ცხოვრება უბრალოდ ერთი დიდი ტრაგედია იქნება.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 11, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჩემი მარადიული სიყვარული🖇💜Where stories live. Discover now