Melancholy.

5K 117 53
                                    

ფერადი ნათურებით განათებულ,
საშუალო ზომის ნაძვის ხეს შევყურებ.
მის ძირში მჯდომი თვალებს სხვადასხვა სათამაშოებზე ვაცეცებ.
ხან ერთს შევყურებ.
ხან მეორეს.
ხან დიდს და ვარდისფერს.
ხან პატარას და ყვითელს.
დრო გადიოდა და გადიოდა.
მე კი ვიჯექი და ვიჯექი.
ვფიქრობდი და ვფიქრობდი.
მხოლოდ მის სახეს ვხედავდი ასე ხატად რომ მესახებოდა წინ.
ფიქრები,ფანტაზიები,ოცნებები და რეალობა ერთმანეთში მერეოდა.
ტელევიზორს გავხედე სადაც საახალწლო კონცერტი გადიოდა.
სახლებს გავხედე,
სადაც ყველგან შუქი ენთო.
ქუჩას გადავხედე სადაც ხალხი სირბილით მიისწრაფოდა თავისი სახლისაკენ.
მაგრამ ბოლოს მაინც ამ ნათურების წინ დავჯექი იატაკზე და მათ მოციმციმე ციცინათელებს მივაშტერდი.

მისი მაისური მეცვა.
არ შემეძლო ისე ძილი.
არ შემეძლო ისე დღის გატარება.
ვერ ვწყვეტდი მისი ტანსაცმლის ტარებას.
ყოველ მათგანს ხომ მისი თავბრუდამხვევი სურნელება ჰქონდა.
ყოველ მათგანს ხომ მისი გრძნობების სურნელება იპყრობდა.
მოსწონდა ასე მოწყენილს რომ დამინახავდა უმიზეზოდ.
ასეთი ვიყავი.
სულ ასეთი ვიქნები.
შემიძლია უბრალოდ მთელი დღის განმავლობაში მოწყენილი,დარდიანი და ძალაგამოცილი ვიყო.
მაგრამ ის მაინც სიყვარულით სავსე თვალებით მიმზერდა.
ის მაინც მეხუტებოდა და მთელ სახეს მისი ფაფუკი ტუჩებით დამიკოცნიდა.
მე კი ისევ მოწყენილი ვიყავი.
ისევ მოწყენილი.

მთელ დღეს რომ ასე ვატარებდი,
მერე შემეძლო გახალისება.
რამდენჯერ ყოფილა,
ღამეები რომ მისი ისტორიების მოსმენაში გაგვითენებია.
მიყვებოდა და მიყვებოდა დაუსრულებლად ამბებს.
ზოგს მგონი იგონებდა კიდეც,
მაგრამ ორივეს ისე გვსიამოვნებდა ეს მომენტი,
რომ არასდროს უთქვამს უარი.
უყვარდა ჩემს თმას რომ ეფერებოდა.
ძალიან უყვარდა.
ყველგან,
სადაც არ უნდა ვყოფილიყავით,
თითზე დაიხვევდა და ეთამაშებოდა.
განსაკუთრებით ძილის წინ.
ერთხელ მითხრა,
რომ სულ ტკბილად ეძინება თუ ჩემს თმას ეფერება.
მეც მის მკლავებში კატასავით ვინაბებოდი და ვკრუსუნებდი.

ImaginesWhere stories live. Discover now