Part title

186 18 16
                                    




ჯინი არ არის მზად,არ არის მზად რომ მას ისევ შეხვდეს.ჭრილობები რომელიც მან მიაყენა ჯერ კიდევ არ არის შეხორცებული.სული ტკივა, თითქოს გულზე ხელს უჭერენ და დღითიდღე უფრო და უფრო ავიწროვებენ,ვერ ივიწყებს იმ დღეეებს,უნდა მაგრამ,რაც უფრო მეტს ცდილობს მით უფრო არ გამოსდის და თავს ახსენებს ის ტკივილი, რომელიც მან გამოიარა. ყველაფერში კი ის იყო დამნაშავე,მისი ტკივილისა და წამების მიზეზი სწორედაც რომ კიმ ნამჯუნი იყო,ისააა მიზეზი ყოველგვარი უბედურებისა. არ უნდა წასვლა მაგრამ ვალდებულია, ვერ დაუშვებს რომ ნამჯუნისნაირმა კრიმინალმა გარეთ თავისუფლად იწრიალოს და ღმერთმა უწყის მას შემდეგ კიდევ რამდენი მსხვერპლი ეყოლება ,ვერ დაუშვებს რომ სხვებმაც ის გამოიარონ რაც მან გადაიტანა ამიტომ დიახაც,ის ვალდებულია რომ მივიდეს რადგან საბოლოოოდ დასრულდეს ხალხის წამება და გარდაცვლილების სხეულები იპოვოს.ეს მცირედია რისი გაკეთებაც ჯინს შეუძლია გარდაცვლილების ოჯახებისთვის.ოთახში შესვლისას პირველი მისი თვალები ეჩეხება,ცივი,ბოროტებით სავსე და ჯინის სამწუხაროდ სიყვარულით სავსეც კი.ჯინს საკუთარი თავი ეზიზღება ამის გამო,არ უნდა რომ ნამჯუნისნაირ ადამიანს უყვარდეს,თავს დამნაშავედ გრძნობს მსხვერპლების მიმართ.მერე რა რომ ეს მისი ბრალი არ იყო,მერე რა რომ ისიც სწორედ მსხვერპლი იყო,თავს დამნაშავედ გრძნობს ,რადგან გატაცებულებიდან ერთადერთი გადარჩენილია და ეს ფაქტი სულაც არ ახარებს ,ისიც კი არ იცის, საერთოდ თუღა უღირს ცხოვრება იმის მერე რაც გამოიარა ,მაგრამ არა ,მას მიზანი აქვს,აზღვევინოს ნამჯუნს ყველაფერი რაც კი ჩაიდინა და ცხედრები იპოვოს,რათა ოჯახებს ოდნავი შვება მაინც ეგრძნოთ
-რატომ მაიძულე ისევ აქ მოვსულიყავი,რატომ უთხარი გამომძიებლებს რომ ცხედრების ვინაობას მხოლოდ მე გამიმხელდი?რისი იმედი გაქვს?იმის მერე რაც შენ გამო გამოვიარე რას ითხოვ ჩემგან?
გაცხარებული ეკითხება მის წინ არსებულ მამაკაცს რომელსაც სახეზე ამაზრზენი ღიმილი აქვს აკრული.ნამჯუნი ხელს ჯინის ხელისკენ აცურებს და ნელა აუჩქარებლად ეფერება კანზე რომლის სიფაქიზეც მიუხედავად ბევრი ჭრილობისა და შრამისა ჯერ არ გამქრალა.ჯინი ხელის მოშორებას ცდილობს მაგრამ ის მასზე ბევრად ძლიერია ასე რომ ვერაფერს ხდება
-უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა და თხოვნა მაქვს
-თხოვნა?ნამჯუნ ნუ მაცინებ გგონია რამის უფლება გაქვს მას შემდეგ რას გაააკეთე?ან რატომ ფიქრობ რომ გავაკეთებ იმას რასაც მთხოვ?შენი მხრიდან ეს სულელური საქციელია უფრო ჭკვიანი მახსოვხარ
-ჰიონ დამასრულებინე
-ჰიონს ნუ მეძახი!
ყვირილით ამბობს ჯინი და სადაცაა სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლები გადმოუვარდება
-მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ.მინდა რომ როდესაც ელექტრო სკამზე დამსვავენ შენი სახე იყოს ის,რასაც ბოლოს დავინახავ
-არა
მოკლედ მოუჭრა ბიჭმა
-იმ სარდაფის გვერდზე საიდუმლო ოთახია,იქ შესასვლელად ღილაკს უნდა დაააჭირო ხელი,რომელიც კარადის უკანაა
-რა?
-იქ არის გარდაცვლილების ცხედრები
-ამას რატომ მეუბნები მე ხომ არ ვაპირებ მოსვლას?
-სანამ მოვკვდები მინდა რაღაც გაჩუქო, ვფიქრობ,ეს საუკეთესოა რისი გაკეთებაც შემიძლია
-ნახვამდის

ჯინი მთელი ღამე ვერ იძინებს ფიქრები და მოგონებები არ ასვენებს.ახსენდება მისი შეხებები,თუ როგორ დააასრიალებდა მის სხეულზე ხელებს,მისი ყოველი შეხება,რომელიც სიყვარულით იყო გაჟღენთილი,მაშინ როგორ სიამოვნებდა ჯინს ყოველი მისი მოძრაობა მაგრამ ახლა გახსენებისას გულის რევას გრძნობს უნდა რომ ის ნაწილები სადაც ეხებოდა ამოიშანთოს,ახსენდება ყოველი მისი თბილი სიტყვა,საქციელი,ზრუნვა,პაემანი,საჩუქარი,ახსენდება ერთად გატარებული ბედნიერი დღეეები და თვალზე ცრემლი ადგება.ადრე ნამჯუნი ასეთი არ იყო,ყოველ შემთხევავაში არ ეგონა რომ ასეთი აღმოჩნდებოდა,საკუთარი თვალით რომ არ ენახა არ დაიჯერებდა მაგრამ საკუთარ თავზეც კი გამოსცადა.ადრე ჯინი ვერასდროს იფიქრებდა რომ ნამჯუნი იდესმე შეძლებდა მისთვის ტკივილისა თუ ზიანის მიყენებას მაგრამ ,მან ეს შეძლო,გაანადგურა და გამოფიტა ჯინი.
მეორე დღეს სხეულების მოსაძებნად წავიდნენ და იქ დანახულმა სანახაობამ ჯინი საბოლოოოდ გატეხა და დაამსხვრია.გამოშიგნული,დაჩეხილი და დასახიჩრებული სხეულები სისხლიან იატაკზე არეულად ყრიან და მათი შინაგანი თუ გარეგანი ორგანოები ოთახში არეულად არიან მიმოფანტული.ამ სანახაობის ყურება მას აღარ შეეძლო და სასწრაფოდ გაეცალა ოთახს და გადაწყვიტა რომ ის მზად იყო, საბოლოოდ გადაწყვიტა რომ მზად იყო მისი სიყვარული გაეშვა, რადგან ის ვის მიმართაც ამას გრძნობდა ნამდვილი სადისტი და ფსიქოპატი იყო.გეზი დანიშნულების ადგილას აიღო და სიამაყით დაიკავა ადგილი.
ნამჯუნი არ მოელოდა რომ ჯინი მის სანახავად მოვიდოდა,არ ეგონა რომ ჯინი მის ბოლო სურვილს აასრულებდა და ახლა სრულიად მშვიდად იყო,არაფრის აღარ ეშინიდა და პირიქით ბედნიერი გამოემშვიდობებოდა ამ ცხოვრებას. მაშინ როდესაც ფიქრობდა რომ ყველაფერი დასრულდებოდა მისი ხმა გაიგო
-ნამჯუნ რა იყო მიზეზი? რატომ ეკეთებდი ყოველივე ამას?რატომ კლავდი და აწამებდი მათ?რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს?იქნებ რამე ტრამვის გამოა?იქნებ შენც გტკივა და ცდილობ ეს გრძნობა სხვების ტკივილით შეიმსუბუქო? თქვი!უბრალოთ მითხარი რატომ?
-მიზეზი არ არსებობს

ეს იყო ნამჯუნის ბოლო სიტყვები და სახეზე ბედნიერი ღიმილით გამოესალმა სიცოხლეს

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 15, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სერიული მკვლელიWhere stories live. Discover now