განმარტეა დამწყებთათვის!
!ეს ფიკი არის გამოგონილ რეალობაზე, სხვა სამყაროზე და მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს!
იდეა @kahterineMoor5 ეკუთვნის, რამდენიმე დღის წინ მომწერა და შემომთავაზა ერთდ დაგვეწერა და მეც დავთანხმდი. ერთდ ვმუშაობთ ამ ფიკზე, იდეაც ერთად დავხვეწეთ და ორივე ვწერთ. თუ ვერ შეძლებთ განასხვავოთ ჩემი და მისი ნაწერი მოხარული ვიქნები. იმედია კარგი გამოგვივა, ჩვენც თქვენსავით გვაინტერესებს
სამყარო სრულიად დამახინჯდა და მიიღო საბოლოო ფორმა. ფორმა, რომლის მიღმაც სრული სიბნელე სუფევს. კაცობრიობა გიგანტური, უძირო უფსკულის პირას დამდგარი, ვერც კი ამჩნევდა რომ დომინოს პრინციპით თავს ამოყოფდა უსასრულო სიბნელის უკიდეგანო ფსკერზე, ვერც ძაღლი უყოფდა პირს და ვერც ლეშისმჭამელი ფრინველის თვალი მისწვდებოდა, მილიარდობით ადამინი ერთმანეთის მიყოლებით გახდებოდა თავისივე სიმახინჯისა და უგუნურების მხვერპლი.
მეოცე საუკუნისთვის უკვე საკმარისზე მეტად დაამძიმა დედამიწა ადამიანთა არსებობამ. ათას ცხრაას სამოციან წლებში დაწყებულ სექსუალურ რევოლუციას თავისუფლება უნდა მოეტანა ადამიანებისთვის, სექსუალურმა უმცირესობებმა სააშკარაოზე გამოსვლა დაიწყეს. წინააღმდეგობის მიუხედავად ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჰომოსექსუალებმა ფრთები გაშალეს, ნანატრ თავისუფლებას ეზიარნენ, მაგრამ როგორც სხვა ადამიანების შემთხვევაში ხდება, არც მათმა ბედნიერებამ გასტანა დიდხანს. არც იმ ქალების ბედნიერება იყო დღეგრძელი, თავიანთი სხეულის კონტროლის უფლებას რომ ითხოვდნენ, არასასურველი ნაყოფის მოშრების შესაძლებლობას.
უბედურების ზარმა მაშინ ჩამოჰკრა როცა დედამიწაზე ახალი დაავადება გაჩნდა. დაავადება, რომელმაც სიკვდილი და შიმშილი მოიტანა. თუ გაგიმართლებდათ და მომაკვდინებელი სენი არ შეგეყრებოდათ შიმშილს ვერსად გაექცეოდით. მოსახლეობის რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით შემცირდა და საბოლოოდ იმ დონემდე დავიდა, რომ ერები გაქრნენ, აღარ იყო სამყაროში ის დიადი სახელმწიფოები აქამდე რომ თავი მოჰქონდათ.
YOU ARE READING
ფუგა
Fanfictionსამყარო არასდროს ყოფილა მშვენიერი, რაც ადამიანებმა აზროვნება დაიწყეს. მაგრამ, ამ ეპოქის სიმახინჯე ყველანაირ საზღვრებს გასცდა... შვიდი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ. შვიდი ისტორია და წყვდიადში დაკარგული პიროვნებები. ა...