Mind Trapped

62 3 0
                                    

          
            ცხოვრებაში ალბათ თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს ის  მომენტები,რომლებიც თავს ნამდვილად სრულყოფილად გვაგრძნობინებს.მომენტები,სადაც ყოველგვარი თავის მოჩვენების,მოტყუების გარეშე შეგვიძლია ცხოვრება.სადაც ყველაფერი ისეთია,როგორიც ჩვენ გვსურს რომ იყოს.სადაც ყველაფერი ცისარტყელით და საამო აურითაა გარშემორტყმული.არანაირი იმედგაცრუება,არანაირი სიცივის შეგრძნება,არანაირი სიცარიელე სხეულში.სწორედ ამ მომენტებშია ის ადგილი,სადაც სამუდამოდ ინდომებდი ცხოვრებას.ჩემთვის ასეთი "სამოთხე"ყოველთვის სიზმარია.ჩვენივე გონებით შეთხზული არარეალური სამყარო,თუმცა რაღაც მხრივ რეალური.ტკბილი მოგონებები,სანატრელი წამები,ოცნებები,ყველაფერი ერთად,შენს გონებაში თვალწინ გეშლება,როგორც უკიდეგანო ყვავილების ველი,სადაც უკანმოუხედავად გარბიხარ კარგის ძიებაში,თუმცა საბოლოოდ ვიღაც ან რაღაც ხდება ამ იდილიის დამრღვევი.მძაფრი სისწრაფით გამოგაცლის ხელიდან ყოველგვარ ტკბილ ოცნებას,რომელიც სიზმარშია გაფანტული და ნაწილებად დაშლის.ჩემ შემთხვევაში ტკბილი ძილი მოტოციკლეტის გამაყრუებელმა ხმამ დამიფრთხო.ძილს მოწყვეტილმა თვალები ზანტად გავახილე და არემარე შევათვალიერე.ჯერ კიდევ შვიდი საათია.ჯანდაბა,რომელი ნიჭიერი "დააგორავებს" მოტოციკლეტს ამ დროს?"ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს,უნდა ადგე"-ვუმეორებდი ჩემს თავს და ასეც ვაპირებდი,რომ არა წამიერი შეხება,რომელმაც ცოტათი დამაფრთხო კიდეც.ნორა,ჩემი ნორა.საწოლში ისევ ჩვეულად დავწექი და მისკენ უფრო ახლოს მივიჩოჩე.თვალებიდან კი ხელის ნაზი  შეხებით მისი მუქი,მბზინავი თმა გადავუწიე,რათა ასე უკეთ შემძლებოდა მისი ლამაზი სახის დანახვა.თითოეულ ჩემს შეხებაზე ვგრძნობდი როგორ იღიმოდა და უფრო ახლოს მეკვროდა.არემარე ნახევრად განათებულიყო მზის სუსტი სხივებით და მის სახეს მბზინვარე ელფერს აძლევდა.ფანჯრიდან შემოსული ოქტომბრის გრილი სიო ნაზად არხევდა ფარდას,გარედან კი ყვავილების გამაბრუებელი სუნი შემოჰქონდა და არემარეს საამოდ აფრქვევდა.ამ ყველაფერს კი ნორას გამაბრუებელი,ტკბილი სურნელიც ემატებოდა.დღევანდელი დღე განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებოდა.თითქოს ჩიტებიც აღნიშნავდნენ და მათი გალობით ყოველგვარ უაზრო,უმნიშვნელო ხმას ახშობდნენ.ალბათ,ეს არის ნამდვილი "სამოთხე".გაიღვიძო შენ საყვარელ ადგილას,შენ საყვარელ ადამიანთან ერთად და თავი ნამდვილად "სახლში"იგრძნო.

ᏕᏂᎧᏒᏖ  ᏕᏖᎧᏒᎥᏋᏕWhere stories live. Discover now