თვალის დახამხამებაში ჯიმინი იუნგის სახლის კარების წინ იდგა.
ხელში მისთვის გამზადებული სადილი ეკავა,რომლის მომზადებასაც ერთი საათი მოანდომა. თეჰიონის სიტყვების მიუხედავად ხვდებოდა,რომ ნერვიულობდა. იქნებ იუნგი ხასიათზე არ არის? საჭმელი,რომ არ მოეწონოს? ან საერთოდაც ჯიმინი?"კარგი რა ჯიმინ,იდიოტი ნუ ხარ.უბრალოდ დააკაკუნე" უჩურჩულა საკუთარ თავს.
სამჯერ დააკაკუნა,მაგრამ არა ხმაურიანად.ღრმად ჩაისუნთქა და დაელოდა. ნერვიულობისგან ფეხებს ამოძრავებდა,ტუჩებს იკვნეტდა და იმედოვნებდა,რომ იუნგი ოდნავ მაინც არ იქნებოდა ცუდ ხასიათზე.
ოთახის შიგნიდან ხმაური მოესმა,კარების გაღება და იუნგის ამოზვნეშა.
"ჯუნ, გითხარი, რომ არაფერი მინ..."
იუნგიმ სტუმარი თავიდან ბოლომდე შეათვალიერა.არც ერთი საუბრობდა,მხოლოდ თვალები გაჰფართოვებოდათ და პირღია მიშტერებოდნენ ერთმანეთს.
"ჯ-ჯიმინ"
თეთრი მაისური ეცვა და მუქი ფერის ჯინსები.შავი თმები არეულად ჰქონდა სახეზე ჩამოყრილი.იუნგიმ შეამჩნია დაშავებული ხელი.იუნგი ცდილობდა ნატკენი არ შეემჩნია და ამით ჯიმინი მიხვდა,რომ მას უბრალოდ, ნამჯუნის წერილები ჯერ არ უნახავს.
"აქ...რას...ამ...აკეთებ?"
სიტყვებს შორის ჩერდებოდა, უნდოდა გაეღიმა, მაგრამ ვერ შეძლო.
'რეალურად უფრო საყვარელი ყოფილა,რატომ არ მიკვირს?' ფიქრობდა იგი.უმცროსი საჭმლის კონტეინერს დააშტერდა.
"ეს მოგიტანე...ვიფიქრე მოგშივდებოდა"
"აჰ"
"და ჰო, ბოდიში, კითხვას რაც შეეხება, ნამჯუნმა მოგვიყვა რაც შეგემთხვა"
"რა თქმა უნდა, გითხრათ"
მან ჯერ კონტეინერებს დახედა,შემდეგ კი ჯიმინს.
"არ მითხრა, რომ ამის გაკეთება გაიძულა"
"არ დაუძალებია. ვგულისხმობ, რომ ადრე გითხარი რამეს მოგიმზადებთქო და უარი მითხარი. და რახან შანსი მქონდა გამოვიყენე. ნამჯუნს უნდოდა რამე კარგი გეჭამა დღეს. გაბრაზებული არ ხარ,ხო? ამმ... ბოდიში, არ ვიცოდი რა გიყვარდა, ამიტომ ღორის ხორცი და ბრინჯი მოგიმზადე. იმედი მაქვს ცუდ დროს არ მოვედი. და ჰო, ჩემს უკან სასაჩუქრე კალათია, შენთვის ვიყიდე. უფრო სწორად თემ აარჩია და იყიდა, ანუ მხოლოდ ჩემგან არ არის. ხელში ვერ ვიჭერდი არ მინდოდა ყველაფერი ძირს დამეყარა. თეჰიონსაც უნდოდა მოსვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, გაკვეთილი აქვს ამ დროს. ბოდიში, ახლა გავაანალიზე, რომ ბევრს ვლაპარაკობ. შეიძლება შიგნით შემოვიდე?"
YOU ARE READING
ვისი იდეა იყო ეს?||BTS CHAT
Fanfictionწითელ ლოყებზე ცრემლებმა გაიკვალეს გზა. "ვისი იდეა იყო ეს?"იკითხა ჯიმინმა. "ყველა ჩვენგანის ჯიმინ,ყველა ჩვენგანის"