Part title

128 15 4
                                    

ხალხი ღია ცის ქვეშ შეკრებილა და სანახაობას მოუთმენლად ელოდებიან.ყველანი აღფრთოვანებულები არიან მოსალოდნელისგან. ვერც კი გააამტყუვნებ, მათ თვალწინ ხო თავად პაკ ჯიმინი შეასრულებს პერფომანს, მოცეკვავე,რომელმაც სახელი თავისი გრანდიოზულობითა და პროფესიონალიზმით გაითქვა,მოცეკვავე ,რომლის შესრულებაც გულგრილს არავის ტოვებს და ბოლოს ყველას თვალებ აცრემლიანებულს ტოვებს.მისი სახელი ყველამ იცოდა, სოფელში მაცხოვრებლების ოცნება სწორედაც მისი ნახვა იყო,მაგრამ არსებობდა გამონაკლისი,მინ იუნგი,ბიჭი დიადი ოცნებებითა და ნიჭით,მუდამ გულჩათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი ბიჭი,რომელსაც მუსიკოსობა სურდა. აქ მხოლოდ მისი მეგობრის გამო მოვიდა,რომელმაც ფაქტიურად ძალის გამოყენებით მოიყვანა.რეალურად,გულის სიღრმეში მასაც აინტერესებდა თუ ვინ იყო ასეთი,პაკ ჯიმინი,რომელმაც ასე მონუსხა სოფლის მაცხოვრებელები და არა მარტო ისინი, უნდოდა ენახა მისი ცეკვა,რომლის გამოც ყველას თვალზე ცრემლები ადგებოდა.და აი დაიწყო პერფომანსი,მუსიკოსებმა მელოდიიის დაკვრა დაიწყეს და ლამაზი ბიჭიც გამოვიდა,დაიწყო სხეულის მელოდიაზე რხევა და ამას ისეთი სინაზითა და გრძნობით აკეთებდა შეუძლებელი იყო რომ მისით მოხიბლული არ დარჩენილიყავი. ბიჭი აგრძელებდა ცეკვას,სხეულს ერთდროულად მაცდურად და ნაზად არხევდა,ის ერთდროულად ეშმაკიც იყო და ანგელოზიც,მასში იმდენი ემოცია ისახებოდა უნებურად შენზეც გადმოდიოდა მისი ეს გრძნობები და მთელს შენს სხეულს ედებოდა.იუნგი გრძნობებს ვერ ერეოდა ამ ბიჭმა ისე მოხიბლა,რომ საკუთარ თავს კონტროლს ვეღარ უწევდა, არა,არ ტიროდა დანარჩენებისგან განსხვავებით, თავი ღირსეულად ეჭირა ,მაგრამ მხოლოდ მან იცოდა შიგნიდან როგორ იწვოდა,როგორ უნდოდა პაკ ჯიმინი დაესაკუთრებინა და მხოლოდ მისი გამხდარიყო,ამ ყველაფერს კი ბიჭის გამოხედვა უფრო ამძაფრებდა,ეს მზერა,ეშმაკური მზერა,რომელმაც იუნგი სრულიად გატეხა და კონტროლი დაააკარგვინა,ჭკუიდან შეშალა და გაააგიჟა. ჯიმინმა ბიჭის დანახვისას,რომელსაც თავი ღირსეულად ეჭირა სხეულის მეტად გამომწვევად მოძრაობა დაიწყო,იუნგის დავდაჯერებულობა და განსხვავებულობა მასში ცეცხლს უფრო ანთებდა და უნდოდა ის გაეტეხა,უნდოდა ბიჭს სრულიად დაუფლებოდა ,მისი მონა გაეხადა და უნდოდა მის გარდა ვერავინ შეეემჩნია,მაგრამ მან არ იცის,რომ ეს უკვე მოახერხა,მან არ იცის რომ მინ იუნგის სრულიად დაეპატრონა. პაკი ცეკვავდა,იუნგისთვის ცეკვავდა,ეს პირველი შემთხევევა იყო,როდესაც ვიღაცას პერფომანს უძღვნიდა,მთელს გრძნობებს ცეკვაში გადმოსცემდა,მთელს მის დაუოკებელ სურვილებს ამ ცეკვით გადმოსცემდა და ამას იუნგი ხვდებოდა,ხვდებოდა რომ ბიჭი მისთვის ცეკვავდა,ხვდებოდა რომ ბიჭი ცეკვის მეშვეობით მას ესაუბრებოდა და სიამოვნებდა,სიამოვნებდა იმის გაააზრება,რომ ეს პერფომანსი მისთვის იყო და მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ცეკვის დასრულებისას ყველანი ატირებული უკრავდა ტაშს ,მაგრამ არა იუნგი ,ის უბრალოდ იჯდა და ისევ და ისევ ბიჭს შეჰყურებდა, თვალს არ აშორებდა მაშინაც კი როდესაც ჯიმინმა მზერა გაუსწორა. არც ერთი არ ინძრეოდა,არც ერთი არ აშორებდა თვალს ერთმანეთს ,ახლა იუნგის ჯერი იყო,ახლა ის ესაუბრებოდა მას მზერით და თავის გამოუთქმელ გრძნობებს თვალებით აჩვენებდა,ჯიმინი კი ხვდებოდა,ამ გრძნობებს კითხულობდა და სიამოვნებდა,მიუხედავად იმისა,რომ ბიჭი მიჩვეული იყო სხვების აღფრთოვანებას და უკვე აღარაფერს განიცდიდა ამის მიმართ,რადგან მისთვის ეს ყოველდღიურობად გამხდარიყო,იუნგისგან ეს ესიამოვნა,მისგან წამოსული განცდები მის სხეულს სითბოთი ავსებდა და საკუთარი თავით მეტად კმაყოფილი იყო და ამაყობდა,რადგან იცოდა რომ ეს გრძნობები მან გამოიწვია,იუნგის განცდების მიზეზი პაკ ჯიმინი იყო და ამის გაააზრებისას სიამაყე ეუფლებოდა,უხაროდა,რომ მინ იუნგიში ,რაღაც შეცვალა,უხაროდა,რომ მისი განთვისუფლების მიზეზი თავად იყო და აამაზე ამაყი მეტად ვერასდროს იქნებოდა.
-იუნგი წასვლის დროა

ორ ბიჭს შორის მზერით დიალოგს,ის მეგობარი არღვევს,რომელმაც აქ წამოიყვანა.ნეტავ იცოდეს თუ როგორი მადლიერია მის მიმართ,ნეტავ იცოდეს გულში რამდენჯერ უხდის მადლობას იმისთვის რომ სახლში დარჩენა გადააფიქრებინა.უკვე წასვლას აპირებდა,როდესაც
ხმა მოესმა
-სახელს არ მეტყვი?
ბიჭი ვერ იაზრებდა არსებულ სიტუაციას, არ ეგონა რომ გამოჩენილი მიცეკვავე პაკ ჯიმინი მისი სახელით დაინტერესდებოდა ამიტომაც მისი დაბნეულობა მისალოდნელიც კი იყო.
-რა აზრი აქვს, ჩვენ ერთმანეთს ვეღარ შევხვდებით
-მინდა იმ ბიჭის სახელი ვიცოდე ,რომელმაც ჩემში ის გრძნობები გამოაღვიძა,რომელსაც თავდაპირველად ვგრძნობდი.გრძნობები,რომელსაც პერფომანსის დროს განვიცდიდი.მინდა იმ ბიჭის სახელი ვიცოდე ,რომელმაც ერთფეროვნება შეცვალა,რომელიც ყოველი პერფონასის დასრულების შემდეგ სუფევდა გარშემო.მინდა იმ ბიჭის სახელი ვიცოდე,რომელმაც სურვილი გამიღვიძა,რომ მისთვის მეცეკვა.

ღმერთო ნეტავ იცოდეს,როგორ მოქმედებს ბიჭზე მისი ხმა და ეს სიტყვები, ნეტავ იცოდეს ცეცხლს როგორ უღვივებს, ნეტავ იცოდეს როგორ ფლითავს შიგნიდან და ამავდროულად როგორ ავსებს სიამაყით და თავდაჯერებულობით,ნეტავ იცოდეს რას უკეთებს ბიჭს.

-იუნგი,მინ იუნგი

-სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა იუნგი.იმედია ოდესმე ისევ შევხვდებით.არ დაგივიწყებ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 15, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

პერფომანსიWhere stories live. Discover now