პატარა გოგონა ქუჩაში მარტოდ მარტო მიაბიჯებს...
სიხარულს ასხივებს...
მაგრამ, მის ადგილას სხვა ვერასდროს იქნებოდა მხიარული.
გოგონა ღიღინს იწყებს...
- იასამნისფერი, ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ყვითელი, სტაფილოსფერი, წითელი.- ღიღინებს და თან მის პატარა ჩანთაში იჭყიტება სადაც 7 ფერის ფრჩხილის ლაქი ეგულება. ისინი მისთვის მნიშვნელოვანია რადგანაც მისნაირად პატარა მეგობრებს უნდა აჩუქოს!იასამნისფერი
ლიკა როგორც ყოველთვის სკოლის შესასვლელში დგას და ელოდება მელანოს! რომელიც, ცოტა იგვიანებს... ეს ლიკას აფორიაქებს. მან ხომ იცის რომ მეგობარი ავადაა და შეიძლება ცუდად გახდეს...
მაგრამ, ყველანაირ ცუდ ფიქრს თავიდან იგდებს როდესაც, გაბრწყინებულ სახიან მელანოს ხედავს.
მელანოც და ლიკაც ერთმანეთს ეხვევიან და სკოლაში ერთად შედიან.ლურჯი
მელანოს და ლიკას როგორც, ყოველთვის, დერეფანში ნინი ხვდებათ.
რომელიც ასევე აფორიაქებული იყო...
რადგანაც მელანო და ლიკა იგვიანებდნენ.
როდესაც ერთმანეთს ხვდებიან და მისალმებასაც ამთავრებენ გზას აგრძელებენ.ცისფერი
მელანო, ლიკა და ნინი კლასისაკენ მიაბიჯებენ.
კლასის შესასვლელთან მათ ასევე აფორიაქებული სალი ხვდებათ.
გოგონები ერთმანეთს ესალმებიან და ამჯერად უცდიან მარის მოსვლას რომელიც, როგორც ყოველთვის, უკვე წესისამებრ სულ იგვიანებს...მწვანე
მარიც როგორც, იქნა გამოჩნდა ჰორიზონტზე.
გოგონებს მისი მოსვლა ძალიან გაუხარდათ.
მასაც მიესალმეს და ამჯერად კლასში შევიდნენ.
სადაც ნათია ეგულებოდათ.ყვითელი
ნათიამაც არ გაუცრუა გოგონებს იმედი და თავისი პოზიტიურობით გოგონებისაკენ გაიქცა და სულ ყველა, სათითაოდ ჩაკოცნა.
გოგონებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს და ეხლა უკვე დაუწყეს იმას ლოდინი თუ როდის მოვიდოდა ძილისგუდა ანი.