- მოდი წავიდეთ!
- წავიდეთ.
- სერიოზულად გეუბნები.
- მეც.
- სად?
- იქ სადაც ბოროტება არ არის.
- ნუ გამაცინე.
- მიხარია, რომ ამის თავი კიდევ გავს.ისხდნენ პოლიციის განყოფილების წინ სველი ხის სკამზე და დაღლილობისგან გამოწვეულ მოთენთილობას ებრძოდნენ, რომ იქვე არ მისძინებოდათ.
***
- მესაფლავე? რა უაზრო სახელია? ვინ მოიფიქრა? - თქვა ნაცუკიმ და შოკოლადის მაფინი ჩაკბიჩა.
- შენი აზრით? - ღიმილით ჰკითხა ჯექსონმა და მისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
- მარკი იქნებოდა. გენიოსია ამ საკითხში - ამ სიცილ-ხარხარით გოგო ბიჭის მკლავებში აღმოჩნდა.
- აქ შოკოლადი გისვია - ტუჩთან ახლოს ნელა აკოცა ბიჭმა.
- უიმედოდ რომანტიკული ხარ - ჩაიცინა ნაცუკიმ.
- მეტკინა - სახე დამანჭა და ხელები გულზე დაიწყო - უნდა წავიდე - ხმაურიანად და სწრაფი აკოცა საყვარელ ქალს და კარებისკენ დაიძრა.
- ჯექსონ - ღიმილით დაუძახა. მან გაკვირვებულმა მოიხედა - იქნებ შარვალი ჩაგეცვა? - ხუჭუჭა თმა ყურს უკან გადაიწია და ბიჭს თვალი ჩაუკრა.
- მართლი ხარ - სწრაფად აირბინა მეორე სართულზე და მოწესრიგდა.
****
ამბობენ, როდესაც წყვილი საცხოვრებლად ერთად გადადის, უფრო მეტი პრობლემა იჩენს თავსო, ისინი კი პირიქით, დაახლოვდნენ. ყოველი შეხვედრა წინაზე სასიხარულო იყო; ყოველი დილა - გუშინდელზე უკეთესი; ყოველი კოცნა - უფრო ამაღელვებელი. რა თქმა უნდა, კამათობდნენ კიდეც. ძირითადად იმაზე, თუ რა ეჭამათ, რა ენახათ, სად წასულიყვნენ. უცნაური ურთიერთობა ჰქონდათ. თითქოს ბავშვური და თან სერიოზული. რომ გენახათ, იფიქრებდით, ერთმანეთისთვის თავის მოწონებას ცდილობენო. არადა უკვე შვიდი თვეა ერთად ცხოვრობენ.
- მზად ხარ? - ჯექსონი სარკესთან თმებს ისწორებს.
- მოვდივარ - ისმის ყვირილი კიბეებიდან - აი მეც - ღიმილით გააკეთა რევერანსი ნაცუკიმ.