იმ დღეს წვიმა წამოვიდა.. ოჰ, როგორ ძლიერ უყვარდა მარგარეტს წვიმის დროს პარიზის ქუჩებში სიარული და ფოტოების გადაღება. დიახ, დიახ, დღესაც ზუსტად ასე მოიქცა.. სასტუმრო დატოვა და ფოტოაპარატით ხელში ქუჩების თვალიერება დაიწყო. ეიფელის კოშკი ოქროსფრად ანათებდა და წვიმა ამ სანახაობას უფრო ლამაზს, მიმზიდველს და პოეტურს ხდიდა. მარგარეტმა თავისი წითური კულულები ზურგს უკან გადაიწია და ფოტოაპარატი მოიმარჯვა რათა ფოტო გადაეღო. ფოტოაპარატს ვიღაც აეფარა, მარგარეტს კი ყველაზე მეტად არ უყვარდა როდესაც მაშინ აწუხებდნენ, როდესაც ფოტოებს იღებდა..
-შეგიძლიათ გაიწიოთ გეთაყვა? ლამაზი კადრის დაფიქსირებას ვცდილობ. - მარგარეტმა წყენით ამოილაპარაკა ფოტოაპარატიდან და თავიც არ აუწევია.
სხეული არ ინძრეოდა და ისევ იმავე პოზაში იდგა.. მარგარეტი ძალიან გაბრაზდა და საბოლოოდ გადაწყვიტა სხეულისთის შეეხედა.
-თქვენ რა არ გესმით რასაც გეუბნებით?
-მესმის..
-მაშ რატომ არ იწევით?
-თქვენს მშვენიერებას თვალს ვერ ვწყვეტ.
-ეს რა უმსგავსობაა, ვინ მოგცათ ასე ლაპარაკის უფლება?!
-გთხოვთ მომიტევოთ ჩემი უზრდელობა, თვალთ ბინდი გადამეკრა თქვენი დანახვისას.
წვიმას უკვე გადაეღო და მარგარეტსაც ვერ მოესწრო მომენტის დაფიქსირება. გაბრაზებული შეუბრუნდა ბიჭის სხეულს, დიახ, დიახ ბიჭის.. ყავისფერი თმითა და ასევე ულამაზესი, ღრმა ყავისფერი თვალებით რომ იდგა და გოგონას შეჰყურებდა.
-ახლა კმაყოფილი ხართ?! ფოტოს გადაღება ვერ მოვასწარი.
-ოჰ, დიდ ბოდიშს გიხდით. იქნებ ხვალ შევხვდეთ, რამდენიმე ისეთი ადგილი ვიცი სადაც ფოტოების გადაღებას შეძლებთ და დამიჯერეთ იდეალური გამოვა.
-თქვენთვისვე აჯობებს ასე იყოს..
-მაშინ ხვალ 5 საათზე ისევ აქ შევხვდეთ.

YOU ARE READING
𝙈𝙤𝙣 𝙖𝙢𝙤𝙪𝙧 à 𝙋𝙖𝙧𝙞𝙨
Romance"რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს მარტივად ეჩვევა" 𝓘 𝓯𝓸𝓾𝓷𝓭 𝓶𝔂 𝓵𝓸𝓿𝓮 𝓲𝓷 𝓹𝓪𝓻𝓲𝓼...