6 თავი

989 74 13
                                    

კიმების სასახლე წინასაქორწილო მეჯლისისთვის ემზადებოდა,სწორედ ამ წვეულებაზე იხილავდნენ დიდებულები ლუნას...

გოგონას თეჰიონის კაპრიზების ატანა უწევდა,დიდი სიამოვნებით გამოცხადდებოდა ძველი,დახეული კაბით ყველას წინაშე და ამით თავხედ ბატონს საზოგადოებასთან დაამცირებდა,მაგრამ კარგად მოგეხსენებათ,რომ ერთიც ჯიუტია და მეორეც,თავის პოზიციებს არცერთი თმობს,მაგრამ მაინც უწევთ რაღაცეებზე თვალის დახუჭვა

დარბაზში ხალხი გროვდებოდა,ჯიმინი და იუნგი საპატიო ადგილზე მოკალათებულიყვნენ და თეჰიონზე მსჯელობდნენ,თან სტუმრებს ესალმებოდნენ,ბებია მინჯუ შემოსასვლელში იდგა და შვილიშვილის დაოჯახებით აღფრთოვანებული ყოველ მომსვლელს თვალებში შესციცინებდა

გამოპრანჭული თეჰიონიც თავს იწონებდა და ლუნაზე საუბრობდა

გოგონა მესამე სართულზე,საძინებელში მის მეგობარ იენასთან განმარტოვებულიყო და ემზადებოდა,სხვა მსახურების დახმარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

გოგონა მესამე სართულზე,საძინებელში მის მეგობარ იენასთან განმარტოვებულიყო და ემზადებოდა,სხვა მსახურების დახმარებაზე კატეგორიული უარი განაცხადა

იენა:ქვემოთ ძალიან ბევრი ხალხია,ევროპული სტილის წვეულებაა,აი ისეთი შენ რომ ყვებოდი ხოლმე
-დიდი სიამოვნებით ჩავიდოდი ძონძებით
იენა:ნუ ხარ ასეთი ფიცხი,რომ იცოდე სხვა თავადები რა საძაგლები არიან
-არც თეჰიონია ნაკლები
იენა:კარგი,ახლა დრო არ რჩება რას ჩაიცვამ?
-რამე ისეთს რაც აქაურებს ეუცხოებათ და ჩემს მხარეში მოდური იქნება

თქვა და ხელი ასთაგან ერთერთ კაბას დაადო
იენა:ეს ისეთი....
-გამომწვევია ხო?
იენა:გინდა ბატონს ნერწყვები მოადინო?
-ზუსტადაც,მე ჩემი გემოვნება მაქვს და მას ვერავინ შეცვლის,ადრე ლონდონში რა მეჯლისიც არ უნდა გამართულიყო ყველგან ბრწყინვალება შემქონდა
იენა:ახლაც ასე იქნება,მოდი დაგეხმარები,მერე თმას და მაკიაჟს მივხედოთ

სტიგმა/Stigma(დასრულებული)Where stories live. Discover now