,,სიცრუე და ყბედობა ყველაზე ტკბილია
შოყოლადის თვალები და შოკოლადის ფრთები
მაგრამ შენი ფრთები ეშმაკისაა
შენი სიტკბო კი მწარეზე მწარე"
***
სამყარო დაუსრულებლივ გვებრძვის, გვფიტავს გვანადგურებს და საბოლოოდ ჩვენი წამებისგან მიღებულ შედეგსაც აღარ სჯერდება. იგი მიწად აქცევს ჩვენს სხეულს და საფლავთან მოქვითინე დედების ტკივილმოსილი ხმის სიცილით ჩახშობასაც კი ახერხებს.
თავდაპირველად, რეფლექსები ქრება. კუნთები რელაქსაციას, განიცდის პირი და თვალები ღია რჩება, დუნდება მონელების სისტემა, იწყება შარდდენა.
ორგანიზმი ქვავდება და სხეულის ტემპერატურა, ყოველ ერთ საათში ერთი გრადუსით იკლებს. ძლიერდება ლპობის პროცესი. კუნთები ძვლებს სცილდება, ბაქტერიები ორგანიზმს შლიან, ხოლო, სხეულს მიწისქვეშა მწერები ჭამენ. უკანასკნელად ფერფლი რჩება მიწის ქვეშ, უჰაერო სივრცეში...ღმერთი მის მიერ შექმნილ არსებებს ერთი ხელის მოსმით ანადგუებს.
ისე ვქრებით, თითქოს არც არასდროს გვიარსებია. არ შეგვისუნთქავს ჟანგბადშეზრდილი ატმოსფერული ჰაერი, არ ჩავბღაუჭებულვართ დასისხლიანებული თითებით იმ მიწას, რომელიც უკვე საუკუნეებია ღმერთისგან განწირული კაცის ბოლო, მშთანთქმელი თავშსაფარი გახდა.
სიკვდილი ადამიანის ყველაზე დიდი და გარდაუვალი სასჯელია!..***************
მოკლედ, ახალი ფიკის წერა დავიწყე, ვაპირებ სრული სერიოზულობით მოვეკიდო ამ საქმეს, ნუ არვიცი თუ მოგეწონებათ და ჩათვლით, რომ გასაგრძელებლად ღირს იცით რაც უნდა ქნათ. თუ არა და ეგეც არ არის პრობლემა ფიკი მაინც გაგრძელდება♡
YOU ARE READING
Đêvïł °vķøøķ°
Fantasyეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა მე დაჟანგული კალმის წვეტით გაცრეცილი, სიძველისგან გაყვითლებული ფურცლის ხაოიან ზედაპირს შევეხე, ხოლო ის ისტორია, რომელიც ამ კალმით დაიწერა ასე დაიწყო...