1789 წელი დარჩენილია 84406 დღე
ფეხის ნაბიჯების ხმა კორიდორში გამეფებულ სიჩუმეს ნაწილებად შლის.
შავი, წვეტიანი, ტყავის ფეხსაცმლის მაგარი ძირები ხის ზედაპირს ძლიერად მიუყვება და გეზს მარჯვნივ იღებს. ოთახი სავსეა ჩუქურთმებითა და უცნობი მხატვრების ნახატებით, კედლები გარდამავალ ოქროსფერში შეეღებათ, ჭერსაც კონტრასტული ჭაღი ამშვენედა. საწერი მაგიდის გვერდით, პატარა ბუხრიდან მომცქირალი, აგიზგიზებული ცეცხლი ყველას გულს სასიამოვნოდ ავისმომასწავლებლად ელამუნებოდა. ჰაერშივე იგრძნობოდა, რაღაც ამოუხსნობი დაძაბულობა. ოთახის შუაგულში, დიდი ზომის საკმაოდ გრძელი ქსოვილგადახვეული ფიცარი მოეთავსებინათ. ირგვლივ, კი შავით მოსილ მამაკაცებს მოეყარათ თავი, რომლებიც იატაკზე გამოსახული, 5 ქიმიანი უზარმაზარი პენტაგრამის თითოეულ ქიმზე, საჭირო ადგილას იდგა. მხოლოდ ერთი იყო ცარიელი.
უცნობის ფეხის ხმა წყდება, იგი, ოთახის შუაგულში, გამოსახულების ცარიელ ადგილას დგება, მოსასხამს იხდის და შავი თვალებით სხვებსაც მოუწოდებს იგივე გაიმეორონ.
-დროა-წარმოსთქვამს ერთ-ერთი ბოხი ხმით და ფიცარს მაუდის ნაჭერს აშორებს. მასზე მოთავსებულ ქალს, რომელიც სრულიად შიშველი აღმოჩნდა ღიმილით უცქერს -ის უნდა მოვიდეს ამაში კი შენ გვჭირდები ლამაზო-უმალ უბრუნდება თავის ადგილს და შენობა მალე ივსება არაამქვეყნიურად საზარელ ხმის პატრონთა გუნდური სიმღერით.
YOU ARE READING
Đêvïł °vķøøķ°
Fantasíaეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა მე დაჟანგული კალმის წვეტით გაცრეცილი, სიძველისგან გაყვითლებული ფურცლის ხაოიან ზედაპირს შევეხე, ხოლო ის ისტორია, რომელიც ამ კალმით დაიწერა ასე დაიწყო...