დავბრუნდები მე, ისევ!

103 11 13
                                    

სიყვარული ძალიან ბანალური სიტყვაა. ის გრძნობა, რომელსაც ორი ადამიანი განიცდის ერთმანეთის მიმართ, უფრო მეტია, უფრო თბილი, ტკბილი, ლამაზი, ძლიერი. სიყვარული - უბრალოდ სათნოებაა.

-დღესაც მოვედი. როგორ ხარ ძვირფასო? კარგად ხარ, ხო? დარწმუნებული ვარ, ახლა შესანიშნავად გრძნობ თავს. მეც არამიშავს, ვასეირნებ პატარას აქეთ-იქით, ვატარებ გასართობ ცენტრებში, პარკებში, ნაყინებს ვაჭმევ და ასე ვატარებთ დროს. იმ დღეს ზოოპარკშიც წავიყვანე და მაიმუნები, რომ დაინახა, მამა, შენც ასეთი იქნებოდი, მაიმუნი, რომ ყოფილიყავიო. სიცილი ამიტყდა, რა უნდა მეთქვა. შენც ზუსტად ეგ სიტყვები მითხარი, ჩვენს ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. - გულიანად გაიღიმა. - ჟირაფები, რომ დაინახა, მეც მინდა მაგხელა კისერი მქონდესო და ლოყები დაბერა. რამდენიმე წუთი მერე ასე დადიოდა, გაბუსხული, გაბრაზებული, მაგრამ საკმარისი იყო მეხსენებინა, მოდი კისერზე შემაჯექი-მეთქი, მაშინვე ხასიათზე მოვიდა. მთელი დღე ასე დამყავდა, კისერზე შემომჯდარი და მეორე დღეს, თავი ვეღარ ავწიე. - ჩუმად ჩაიცინა. - არ ვიცი, ძალიან სასაცილო ბავშვია. უბრალოდ რთულია უყურებდე და გული არ გეტკინოს,  ის ხომ შენი ასლია. თვალის ფერი, წამწამები, წარბებიც კი. ტუჩები, ნიკაპი, ლოყები... მასაც შენსავით ეჩხვლიტება. - სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა თეჰიონს რამდენიმე წამით. - ისეთივე ნაზი კანი აქვს, როგორც შენ. ყოველ შეხებაზე შენ მახსენდები. მისი ლაპარაკის მანერა?? ღმერთო, ასეთი რა გააკეთე, რომ ჩემი თითქმის არაფერი გამოჰყვა? - მოჩვენებით გაბრაზდა მამა და მიწაზე მუშტი დაარტყა. - ერთადერთი რაც ჩემგან აქვს, პატარა ორი ხალია მკლავზე, ზევით. გიყვარდა შენ. ყოველთვის, ჩუმად ეთამაშებოდი, გეგონა მეძინა სპილო სპილოო, რომ იძახდი...

დავბრუნდები მე, ისევ!Where stories live. Discover now