- მერი....მერიი! მერი, სად ხარ? მოვედი. მერი! - ერთი შეხედვით მშვიდად მაგრამ, მაინც აფორიაქებული და დაძაბული გააღო სახლის კარი ნეამ.
ჩანთა და მოსაცმელი იქვე მიყარა, შემოსასვლელში. არც ფეხსაცმელი გაუხდია, მაშინვე მისაღები ოთახისკენ გაემართა. თუმცა ამ ფიცხ ქმედებებთან ერთად, მაინც მშვიდად მიაბიჯებდა, გაფართოებული თვალებით. თითქოს ამ აფორიაქებული ადამიანის ფეხები, ამ არსების არ იყო, ისე მშვიდად მიიკვლევდა გზას.
- ოჰ, მერი. რატომ არ მცემდი ხმას? როგორ შემაშინე. - მიუგო დადარდიანებულმა და რამოდენიმე წამი ნერვიულობით გათანგული, მიუახლოვდა ოთახის შუაში მდგარ, საშუალო ზომის, მრგვალ მაგიდასთან მჯდომ, ნახევრად გადაწოლილ, მილასლასებულ მერის და შეშინებულმა მიიკრა მკერდზე.
- რატომ ანერვიულდი? ხომ შეიძლება სახლში არ ვყოფილიყავი? - ეს თქვა და ნაღვლიანი ღიმილით ახედა მომღიმარ ნეას, რიმელსაც გული ამოვარდნას ჰქონდა.
- შენი სახლიდან გასვლა ხომ არ შეიძლება. - გაოცებულმა უსაყვედურა მერის თან გამომცდელ მზერას არ აშორებდა.
- გასასეირნებლად.
- არა. - გადაჭრით უპასუხა ნეამ.
- მაინც ასე რატომ ანერვიულდი?
შენ ასე არ გჩვევია.
- მე ... მე მეგონა შენც დაგკარგე
და...
- ჩუ! - მერიმ ტუჩების ნაზი მოძრაობით შეაჩერა ნეა. -
ხომ იცი, რომ სამუდამო არაფერია, მათ შორის არც შენ და არც მე.
- მერი, მოდი აღარ გვინდა ამაზე
საუბარი. შენ ის მითხარი ასე
მდუმარედ რატომ დამხვდი?
როგორ ხარ?
- ნეა, შენც კარგად იცი, რომ ეს
უბრალო ავადმყოფობა იყო.
გთხოვ, ნუ ჩამოგტირის სახე.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი
შენ ხარ! გაიგე? შენ! - ფრთხილად დააღწია ნეას მკლავებს თავი, სკამი მოუწია და ისიც ზედ მოწყვეტით დაეშვა.
- დღეს იყავი ფსიქოლოგთან? -
ჩუმად, შემპარავი ხმით ჰკითხა მერიმ.
- კი, ვიყავი.
- მერე, როგორ ჩაიარა სეანსმა?
კარგად იმოქმედა? - მერი ცდილობდა ფრთხილად ელაპარაკა ამ თემაზე ნეასთან, რადგან ეს მას ზედმეტად არ სიამოვნებდა, მწყობრიდან ადვილად გამოდიოდა, თავისი სიფიცხის გამო. მის გაღიზიანებას ერიდებოდა რადგან... ასე იყო საჭირო!
- ისევ ისე, ნორმალურად, როგორც წინა სეანსები. - თვალების ტრიალით უპასუხა მერის და მანაც შეწყვიტა.
- დღეს სუფთა ჰაერზე გავისეირნე ცოტახნით და იცი ვინ ვნახე? - ღიმილით ჰკითხა მერიმ.
- ვინ? - გონება აშლილი ნეა, სკამის საზურგიდან მომენტალურად წამოიწია. გაფითრებული შეხედა მერის და მოუთმენლად მოელოდა პასუხს. თუმცა მან პასუხი მშვენივრად იცოდა.************************************
რას ფიქრობთ - გავაგრძელო?