ვიღაც, მინ იუნჯი.

1.2K 106 376
                                    

ეზოში ვდგავარ, საშინელი ქარი ქრის, კაბას ჰაერში მიფრიალებს და ხელით ვცდილობ გავასწორო. მცივა? საერთოდ არა. მაკანკალებს? არავითარ შემთხვევაში.  ქარი შავ მოკლე თმებსაც მიფრიალებს, პრიალა ტუჩსაცხის გამო სახეზე მეკრობა და საბოლოო ჯამში, გინებით ვაკაკუნებ კარებზე. მეორე მხრიდან ხმაური ისმის, ბრაგუნის ხმაც, შემდეგ კი კარები იღება. ჯონგუკი გადიდებული თვალებით შემომყურებს, ცალ ხელში სენდვიჩი უჭირავს, მეორეთი კი პატარა ქილა, საიდანაც კოლას სვამს. ხელები დაკავებული აქვს, ფეხით კარები უჭირავს. არც კი მინდა წარმოვიდგინო როგორ გააღო, გამოცვლის შემდეგ სახელურს დეზინფექციას ჩავუტარებ.

- გამარჯობა, იუნგი,- იცინის და კოლას სვამს. მე კი გაბრაზებული ხელს ვკრავ, ის სათამაშოს ედება, მოყუდებული ქილის გამო კოლა ცხვირში შესდის.

- შენი დედაც ვატირე,- ღრიალებს ბოლო ხმაზე, რაზეც მეცინება. ზოგჯერ საჭიროა ასეთი მწარე ქმედებებიც. - რა ჯანდაბა გჭირს.

გაწითლებული თვალებით ამომყურებს ქვემოდან, პასუხის გაცემის საშუალებას არ მაძლევს, ისე გარბის სააბაზანოსკენ.

- დაკონსერვებული საქონელი ხარ,- ბუზღუნით ოთახისკენ მივემართები, კიბეებზე საფეხურებს ვედები და ლამის ცხვირს ვარტყამ ზედ. ჯანდაბა, ეს სახე როგორ გავიმეტო დამახინჯებისთვის. ოთახში შესვლისას, პირველი რასაც ვაკეთებ, სარკესთან ვდგები და სახიდან თმებს ვიცილებ, შემდეგ კი ტუჩსაცხსაც. მაკიაჟის მოშორებით იმდენად ვიყავი დაკავებული, რომ საერთოდ არ შემინიშნავს ჩემი ჩაცმულობა.

რამ გადამრია დღეს რომ მოკლე კაბა და გეტრები მაცვია. მე, მინ იუნგის, მოკლე კაბა და გეტრები, მაგრამ მომწონს. თანაც ძალიან.

- ღმერთო, ახლა ამიდგება,- ვბუზღუნებ და ტანსაცმლის გამოცვლას ვიწყებ, რომ ოთახის კარები რასაც ჰქვია იგლიჯება და შიგნით ცხვირში ბამბა შეტენილი ჯონგუკი შემოდის.

Min Yoonji || TAEGIWhere stories live. Discover now