რაც არ უნდა სწრაფი იყო, რეალობას ვერსად დაემალები. შენ მხოლოდ ის შეგიძლია სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალი აარიდო, მაგრამ არც ამით წაიშლებიან ჩრდილები შენი გონებიდან.
...
ყველა ადამიანი ბედნიერი იბადება, უბედურება დროსთან ერთად მოდის.
...
ბუსანის გარეუბანში, ბენზინგასანართ სადგურზე რომ ბიჭი დგას, შვი თმითა და პირში მუდამ ლოლიპოპსით თუ გინდათ იმას კითხეთ. ბიჭს კიმ ნამჯუნი ჰქვია და ულამაზესი ღიმილი აქვს, როდესაც კიმი იცინის ლოყებზე ღრმულები უჩნდება, მაგრამ ეს უკვე ათ წელზე მეტია არავის უნახავს. კიმი აღარავისთან მეგობრობს, კიმს სიცოცხლე აღარ უნდა, კისერზე ჰკიდია ეს მძორი და ყოველ დილას ბენზინგასამართამდე სიმწრით მიათრევს, მერე უკან სახლში ბრუნდება და მის მოუხსნელად ეშვება საწოლში. კიმს ათ წელზე მეტი ხანია აღარ გაუღიმია. დღეის მერე აღარც არასოდეს გაიღიმებს.
ბუსანში ყველამ იცის დატრიალებული ტარგედიის შესახებ, ისინი ვერ გეტყვიან როდის მოხდა ეს ზუსტად, ნამჯუნმა იცის, ეს ზუსტად ცამეტი წლის, ასი დღის და 12 საათის წინ იყო. კიმი ყოველ ღამე ამაზე ფიქრში იძინებს და გაღვიძებულის პირველი ფიქრიც მისი პირადი ტრაგედიაა, მათი სამეგობროს ტრაგედიაა.
ბუსანში ყველა დედამ და შვილმა იცის, ყოველმა მოხუცმა წყვილმა, სკოლის ყველა მოსწავლემ, რატომაა კიმი მუდამ დაღვრემილი, რატომ ისმის ყოველ დღე შებინდებისას ფსიქიატრიული კლინიკის კედლებში ჯონ ჰოსოკის განწირული კივილი, რატომ გაიქცა ქალაქიდან ჯონ ჯონგუკი, რატომ ფეთქავს პაკ ჯიმინის სხეული მიწის ქვეშ, რატომ უნდა მოერიდონ შეშლილი მინ იუნგის სახლის კარს და რატომ დადის ლამაზი, შვოსანი ბიჭი ყოველდღე ყვავილებით სასაფლაოზე. რატომ ჩამოიხრჩო კიმ თეჰიონმა თავი ამ დილით ციხის კედლებში.
ჯონგუკი ჩამოვა, ყველამ იცის, რომ ჩამოვა მისი თეს დაკრძალვაზე, ყველამ იცის, რომ ბიჭი დიდხანს აღარ იცოცხლებს. ერთმა მზიანმა დღემ თავისი დასასრულით შეიწირა შვიდი ცოცხალი არსება, ერთი მოკლა, მეორე ჭკუიდან შეშალა, მესამე მხეცად აქცია, მეოთხე მოსიარულე გვამად, მეხუთე დამნაშვედ, მეექვსე ძმა დაკარგულ, უპატრონოდ და მეშვიდე ლეშად.