7● მზადება❤✨

1K 68 18
                                    

გადავწყვიტე აივანზე გავსულიყავი სუსტი ნიავი უბერავდა ხელები გადავიჯვარედინე და მხრებშიც მოვიკუზე იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ცას ვუყურებდი ვარსკვლავებით იყო სავსე მირვარს ვარსკვლავები როცა იმდენი არიან რომ დათვლაც შეუძლებელია ვფიქრობდი ყველაფერზე ადამიანი არ არსებობს ფიქრების გარეშე ხოდა მეც რა დამრჩენია ცას ვუყურებ და ვფიქრობ, ვფიქრობ ბიჭებზე თუ რა კარგები არიან ვფიქრობ და ვერ ვუძებნი ახსნას აქ როგორ აღმოვჩნდი და ჩემდა უნებურად დავიწყე შუგაზე ფიქრი რატომ მეფლირტავება ასე ნუთუ ყველა გოგოსთან ასე იქცევა ამ ფიქრებში ისე ვიყავი გართული უკნიდან შეხება რომ ვიგრძენი შევხტი გული ამიჩქარდა და სახეზეც გავფითრდი რომ მივიხედე დავინახე შეშინებული შუგა როგორ ცდილობდა რომ ჩემთვის პლედი მოეხვია მაგრამ ჩემმა საქციელმა შეაშინა ამაზე ჩამეცინა

-ბოდიში არ ველოდი-ვთქვი და მორცხვად ჩავიცინე

-პატარა ამ სიცივეში რატომ ხარ გინდა ფილტვების ანთება შეგხვდეს?....გაფრთხილებ გაციების დროს ყველაზე აუტანელი ჯინის მზრუნველობაა ამიტომ არ გირჩევ-პლედი შემომახვია და ისიც სკამზე ჩამოჯდა, ახლა მივხვდი თურმე როგორ მციოდა უარესად მოვიბუზე და მთლიანად პლედში გავეხვიე ეს ალბათ შუგამაც შეამჩნია რადგან ხელი გადამხვია და მიმიხუტა არაფერი არ მითქვამს ისეთი თბილი იყო სიამაყე ფეხებზე დავიკიდე და მეც ჩავეხუტე სახეზე სიამოვნება დაეტყო

-ვაუ რა ლამაზია-თქვა და პირი ოდნავ შეაღო თვალებში ვუყურებდი ვარსკვლავების ანარეკლი ჩანდა ეს კი მის თვალებს უფრო შთამბეჭდავს ხდიდა ურცხვად ვაშტერდებოდი თვალებში და მეღიმებოდა ვარსკვლავები იუნგის თვალიდან უფრო ლამაზები ჩანდნენ შემომხედა და ჩაიღიმა

-მაგრამ ჩემი პატარა ყველაზე ლამაზია-ეს მითხრა და უფრო ძლიერად მიმიხუტა

-აა დაჟე შენივარ-სარკასტულად ვუთხარი

-აბა რაა მარტო ჩემიხარ ნუ შეიძლება ბიჭებსაც გავუყო შენი თავი ბიჭებში კი მხოლოდ ამ სახლში ვინც ვართ ისინი იგულისხმებიან-ვითომც არაფერი ღიმილით ამბობდა

✨•parallel universe•✨(დასრულებული)Where stories live. Discover now