From hurting to hope.

9 3 0
                                    

ტკივილი.
ეს ერთადერთი რამაა რასაც ეხლა ვგრძნობ.
არა მე ფიზიკურ ტკივილზე არაფერს ვამბობ.
ეს რასაც ეხლა მე განვიცდი ფიზიკურ ტკივილზე ბევრად უფრო მტკივნეულია.
ეს პირდაპირ შენს სულს ეხება და ისეთ გრძნობას გიჩენს რომ გულს გაგლეჯენ.
თავს ისე გრძნობ როგორც ერთი გამოფიტული სხეული.
რომელიც არაფრად ჩააგდეს და უარყვეს.
ისეთი გრძნობა გიჩნდება რომ სულიერ ტკივილს გინდა ფიზიკურით დაუპირისპირდე.
გინდა რომ მოკვდე.
გინდა რომ ისე მწარედ გატკინონ რომ სულიერი ტკივილიც კი გადაწონო.
გინდა ფიზიკური ტკივილი იმდენად ძალიერ შეიგრძნო რომ სულიერი დაივიწყო.
ფიზიკური ტკივილი არაფერია, მართლა არაფერია იმასთან რასაც მე ეხლა განვიცდი.
თითქოს ყველა ორგანო გეთიშება და ნაწილებად იშლები.
კანკალებ.
და შვებას მხოლოდ წერის დროს განიცდი.
მართალია არ ყვირი.
მაგრამ ეს შეიძლება იმას ნიშნნავდეს რომ ყვირილის საშვალებაც არ გაქვს.
გინდა იღრიალო მაგრამ ამის მაგივრად ცრემლები სახეზე ისე მოგდის რომ ვერც იაზრებ.
ტკივილი მართალია ყველაფერზე ერთად მოქმედებს მაგრამ გულთან მაინც ყველაზე ახლოს მიდის.
და სწორედ გულს ტკენს ყველაზე მეტად.
გულის ტკივილით უფრო ცუდად ხდები.
ამის დასაფარად გულზე ხელს იდებ და მაგრად იჭერ.
გგონია რომ ამით ტანჯვას შეიმსუბუქებ.
მაგამ არა.
შენ ეს არ გძალუძს.
არც ერთ სულიერს არ ძალუძს ეს შეწყვიტოს.
გრძნობ რომ ტკივილი მთელს შენს ორგანიზმს ედება.
მაგრამ მაინც გამოფიტულად გრძნობ თავს.
თვალებიდან ცრემლის ნაკადი არ შრება მაგრამ შენ მაინც არ ქვითინებ.
უცბად რაღაც ისეთი სურვილი გიპყრობს.
აი ისეთი სურვილი რომელსაც არავინ გაპატიებს.
დიახ. თვითმკვლელობაზე ვსაუბრობ.
უცბად გიჩნდება სურვილი რომ რაღაც ბასრი ნახო და შენც დაუფიქრებლად ჩაიდენ იმას რასაც იმ მომენტში გაივლებ გულში.
და შენდა საუბედუროდ ან საბედნიეროდ ხედავ მოელვარე ბასრ სხეულს.
ის გიზიდავს.
ან შენ გინდა რომ გიზიდავდეს.
მიდიხარ მისკენ.
ვერ ჩერდები.
ან არც გინდა რომ გაჩერდე.
ხელში იღებ და უეცრად ყველაფერზე ერთად იწყებ ფიქრს.
ყველაფერი ერთ წამში ტივტივდება შენს გონებაში.
ფიქრდები იმაზე თუ რას იზავენ შენი ამ საქციელით სხვები.
ხვდები რომ მშობლებს და ნათესავებს გაანადგურებ.
მეგობრებს გულს ატკენ.
იცი რომ ყველას საბრალოდ მიაჩნდები.
იცი რომ სუსტი გამოჩნდები.
ეს ყველაზე საშინელი მომენტია.
როდესაც ვინმეს ებრალები.
შენ კი საერთოდ არ ხარ საბრალო!
შენ უბრალოდ სულიერი ტკივილის შემსუბუქება გინდა.
და სწორედ ამ დროს აანალიზებ რომ ძლიერი უნდა იყო.
მართალია ვიღაცამ ტკივილი მოგაყენა. თანაც ძალიან დიდი.
მაგრამ ვიღაცის ცხოვრების გასაფერადებლად მაინც გიწევს სიცოცხლის გაგრძელება და მიწაზე მყარად დგომა.
შენ ამ დროს უნდა დარწმუნდე რომ მარტო არ ხარ და შენ მარტოც რომ იყო ძლიერი ხარ.
თანაც იმდენად ძლიერი რომ არავის და არაფერს შეუძლია შენი გატეხვა.
იმ წუთას იწყებ ყველა შენი ნაწილის შეგროვებას და უეცრად ყველაფერი თავის ადგილზე ჩნდება.
ამ დროს ხვდები რომ შენ ამ სამყაროს.
მართალია მტანჯველს მაგრამ მაინც საუკეთესოს,  უბრუნდები.
შენ აღარ ხარ გამოფიტული რადგან შენში რაღაც ძალამ გაიღვიძა.
თანაც ისეთმა ყველას რომ ფეხზე წამოაყენებს.
სარკეში ჩაიხედები.
მაინც დაინახავ თვალებიდან გამომკრთალ ტკივილს მაგრამ ის სხვამ რომ არ დაინახოს შენ ხვალ ღიმილით დაფარავ.
არავის ეცოდინება ის თუ როგორი ძლიერი იყავი გუშინ.
მაგრამ შენ ყოველთვის გეცოდინება როგორ უნდა მოექცე უიმედობის წამებს, წუთებს საათებს ან თუნდაც დღეებს.
შენ მომავალში აუცილებლად ჩამოყალიბდები ძლიერ ადამიანად.
რომელსაც ვერაფერი ვერ შეაშინებს.
მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაივლო თავში ის აზრი რომ სიძლიერე გრძნობების არქონას ნიშნავს.
ეს არც კი გაიფიქრო რადგან ძლიერ კი არა უგრძნობ არსებად იქცევი რომელსაც ამ ცხოვრებაში საარსებოდ არანიარი მიზეზი არ აქვს.
მაგრამ შენ თუ იქნები ძლიერი ეს იმას ნიაშნავს რომ შენ გაქვს გრძნობა რომლისთვისახ არსებობა ღირს.
და თუ კიდევ ერთხელ დაუდგები პირისპირ ტკივილს.
რომელიც ასეთი მტანჯველია.
შენ ყოველთვს გეცოდინება გზა ამისგან დასაღწევად.
და ბოლოს ამ საუბარიდან გამომდინარე ადამიანი მიხვალ იმ დასკვნამდე რომ ყოველგავრ ტკვივილს ადამიანში გაცოცხლებული გრძნობა...
ეს სიძლიერე იქნება, სიყვარული თუ სხვა... ყოველთვის შეეძლება დაამარცხოს ტკივილი.
თხორბა ტკივილიდან დავიწყე მაგრამ ბოლოს მაინც მივედი იმედამდე რომელიც არასდროს არ უნდა ჩაიკლა.
და დაიახ.
თუ შენ ფიქრობ რომ იმედი გაძლევს იმის საშვალებას რომ იყო ძლიერი.
შენ მართალი ხარ.
და ბოლოს ტკივილიდან იმედამდე ერთი ნაბიჯია.
მაგრამ იმედიდან შეუძლებელია მიხვიდე ტკივილამდე.
  

From hurting to hope.Where stories live. Discover now