სუსხიანი

32 2 6
                                    

უყოყმანოდ დავჯდები ფანჯარასთან, კუთხეში, იქ, სადაც არავინ მომაქცევს ყურადღებას, იქ, სადაც მეკუთვნის და ცხელი შოკოლადით გავარვარებულ ფინჯანს შემოვხვევ გაყინულ თითებს. კიდევ ერთხელ შევეცდები ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დავარწმუნო საკუთარი თავი მანამ, სანამ გადავიფიქრებ.
მერე...

მერე იმდენს ვიფიქრებ მასზე, რომ გამოვიწვევ. მას ხომ ძალიან უყვარს ეს...
ნეტავ ცხელი შოკოლადი თუ უყვარს? ალბათ. ის ჩემია და რადგან მე მიყვარს, მასაც უნდა უყვარდეს.

ფიქრებიდან ათასჯერ გავუგზავნი წითელ მოსაწვევს სიტყვების გარეშე, რადგან არ ვიცი როგორ მივმართო. ის ალბათ ცოტა თავს დაიფასებს. ეს მისი ყველაზე გამოკვეთილი თვისებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ელიან. ცოტა ხნით მალოდინებს. ალბათ მანამ, სანამ თეთრ ფინჯანში მოთავსებული შოკოლადის ტემპერატურა ოდნავ არ დაიწევს. მოლოდინი გულს ამიმღვრევს... მოთმინებას გადარჩენილ რამდენიმე ცრემლსაც გამოიწვევს ლოყებზე, რომლებსაც სასწრაფოდ მოვიშორებ...

მერე კი მოვა...

უკითხავად გამოსწევს სკამს ჩემ წინ და ისეთი გამომეტყველებით დაჯდება, თითქოს მე ვალოდინე. მომაშტერდება გაურკვეველი ფერის თვალებით. გაურკვეველ, არეულ გრძნობებს გამოიწვევს ჩემში. მე გამაკანკალებს ამ არეულობისგან და ცხელ შოკოლადს მოვსვამ. ის კი, ამ ბლანტი სითხის მსგავსად მდორედ შემოაღწევს ჩემში, სისხლძარღვებს მტკივნეულად მოივლის. შესაძლოა ისარგებლოს კიდეც და ცოტა ხნით ჩემი თვალებით გადახედოს სამყაროს. დაინახოს საკუთარი თავიც. (ნეტავ თუ მოეწონება?) შემდეგ შოკოლადს აიღებს და ჩემთვის თვალმოუშორებლად მოსვამს, ცივ ტუჩებს ზანტად გაილოკავს და ფინჯანს უკან დამიბრუნებს ისე, თითქოს უკანასკნელი იყოს, რასაც მისგან ვიღებდე.

შემდეგ?

შემდეგ ყველაფერს ერთად დავგეგმავთ. მშვიდად, აუღელვებლად. თავისი მომნუსხველი ხმით გამიმხელს საკუთარ გეგმებს და მე, მისით შეპყრობილი უარს ვერაფერზე ვიტყვი. მერედა როგორ ეხერხება ყველაფრის გათვლა?! იდეალურად!
ბოლოს ჩემს თითებს დაიჭერს და მზრუნველად მეამბორება. ეცდება ამით დამამშვიდოს, მაგრამ ვერც კი მიხვდება, რომ უარესად ამაფორიაქებს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 24, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

სუსხიანიWhere stories live. Discover now