12

699 67 15
                                    

ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ რაიმეზე დავფიქრდეთ.

როდესაც ვიბადებით, იმ წამიდანვე ჩვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული.

შეიძლება ადამიანის სიცოცხლეც კი... და არა მხოლოდ ერთის.

როდესაც ვიზრდებით ბევრ რამეზე ვიწყებთ ფიქრს და შეიძლება ეს ფიქრი იმდენად ხანგრძლივი აღმოჩნდეს, რომ ჩვენი ცხოვრების ნახევარი გავლიოთ, ამისთვის არის სავალდებული ის, რომ ვეცადოთ გადაწყვეტილებები რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ, რადგან ჩვენთვის წამებიც კი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეს წამები საზღვრავს ყველაფერს.

სწორედ ამიტომ მეგონა ყოველთვის, რომ სამყარო, ისევე როგორც ჩვენი სიცოცხლე საათივით იყო მოწყობილი.

დრო...

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ ჩვენ ცხოვრებაში.

დროს რომელსაც ფიქრისთვის და გადაწყვეტილებებისთვის ვიყენებდით.

დრო ის იყო, რაც ყველაზე სწრაფად გადიოდა.

"დროს ვერავინ ამჩნევდა, სანამ არ გაქრებოდა".

მე კი ამ დროს მაინც ფიქრისთვის ვიყენებდი...

უფრო ზუსტად კი მასზე ფიქრისთვის, რადგან დიდიხნის წინ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი გახდებოდა.

მასზე ფიქრს კი არასდროს ვინანებდი, რადგან ამ გრძნობებისთვის რაც მის მიმართ გამაჩნდა, ყველაფერს დავთმობდი.

კლდის პირას ვიჯექი და მზეს ვეფიცხებოდი.

სხეულზე მისი სხივები ყველა კუთხეში მედებოდა და სასიამოვნო სითბოს მაგრძნობინებდა.

კლდის პირას ბავშვების ხმა ამოდიოდა.

კარგად ერთობოდნენ და მხიარულობდნენ.

აქაურობა მართლად მშვენიერი იყო.

სიჩუმე და სიწყნარე იყო, მხოლოდ ფოთლების შრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა.

Him And I || z.m (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now