დასაწყისი. 1

147 13 19
                                    


   1995 წლის 30 დეკემბერი, სამხრეთ კორეა, დეგუ. კიმების ოჯახში იმ საღამოს დიდი ნერვიულობა სუფევდა, ბატონი კიმი ბოლთას სცემდა სავაადმყოფოს დერეფანში, პალატიდან კი ქალის კივილი ისმოდა, რომელსაც ექიმი ხელმძღვანელობა სუნთქვის დარეგულირებაში, -კიდევ ერთხელ გაიჭინთეთ, ამბობდა იგი, რამდენიმე წუთი გავიდა და როგორც იქნა ბავშვის ტირილის ხმაც გაიგონა ბატონმა კიმმა, იგი შეჩერდა ყურადღებით უსმენდა ხმას, რომელიც წამის მეასედში აღწევდა მის ყურთასმენას და გულს ნელ-ნელა უფრო და უფრო უჩქარებდა, თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა, უცებ შეიწმინდა და პალატიდან გამოსულ ექიმთან მიირბინა. დაიბადა ახალი წევრი, "გვარის გამგრძელებელი" მისი სახელი კი kim taehyung-ით გაფორმდა პასპორტში.

  1997 წელს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ოჯახი სოფელში გადადის საცხოვრებლად, სადაც მოსიყვარულე ბებია ხვდება თეჰიონს, აქ ხალხი ფერადები იყვნენ, ისევე, როგორც თავად ბუნება, რომელიც პაწაწინა  ბავშვს შემდეგ თანდათან უფრო და უფრო უყვარდებოდა. 

ამავე წელს 1997 წლის პირველ სექტემბერს ბუსანში იბადება ბიჭი სახელად jeon jungkook, ეს საბედისწერო საღამო იყო, მთვარე ცვეულზე უფრო დიდი და კაშკაშა იყო, ყველაზე განსაცვიფრებელი კი ის იყო, რომ მას იასამნისფერი ფერი დაკრავდა, მათი სულის ძაფები  ზეცაში ერთმანეთს შეხვდა და დაუკავშირდა. თეჰიონი იმ საღამოს უყურებდა მთვარეს მის გონებაში კი იასამნისფრად მოკაშკაშე უზარმაზარი მთვარე დღემდე ყველაზე ლამაზი მოგონებებია. 

დრო გადიოდა, თეჰიონი ყალიბდებოდა მოზარდად, რომელსაც არ გააჩნდა შურის, ბოღმის და ეგოისტობის გრძნობები, მას ყველა უყვარდა, ყველაში დადებითს ხედავდა და ზრუნავდა სხვბზე, არაფერს იშურებდა არავისთვის, მცირედსაც კი უზიარებდა სხვას, მოსწონდა ბიჭს სოფელში ცხოვრება და საყვარელი მეგობრებიც უყვარდა.

თეჰიონისაგან განსხვავებით ქუქი ძალიან მორცხვი, ინტროვერტი ბავშვი იყო, რომელიც ამბობდა "ყველაფერი რაც ჩემია, ჩემია და ის რაც შენია ეგეც ჩემია".  არ შეეძლო ხალხთან კომუნიკაცია, არ ყავდა ბევრი მეგობარი, მას ეშინოდა უცხოების, შვებას კი სიმღერებში პოულობდა, რომელსაც მარტო დარჩენისას მღეროდა და ამით გადმოსცემდა თავის გრძნობებს. 

სიმღერის სიყვარული  იყო ის რამაც ბედისწერით ეს ორი ბავშვი ერთმანეთს შეახვედრა. თეჰიონი მეგობარს გამოყვა საგულშემატკივროდ ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობისას, სადაც პროდიუსერი მისით მოინუსხა დანახვისას, თხოვეს მასაც მიეღო მონაწილეობა და რაიმე ემღერა, საბედნიეროდ მას აღმოაჩნდა ხმა რომელსაც ასე ეძებდა ბიგჰიტის კომპანია და თავისთან დაიტოვეს კიდეც, თეჰიონს არც უოცნებია ასეთ წარმატებაზე, მას სჯეროდა, რომ ოჯახივის მსგავსად, ისიც ფერმერი გამოვიდოდა, მას ყვარდა მიწაზე მუშაობა, კერძო სახლი დიდი ეზოთი, მისთვის უსაყვარლესი ბებია, რომელიც უგემრიელეს კერძებს უმზადებდა და ყველა ვინც იქ ეგულებოდა. 

საინტერესოა ისეთი მორცხვი ბავშვი როგორიც ქუქი იყო და რომელიც სიმღერებს მარტო ყოფნისას მღეროდა, როგორ მოხვდა ბიგჰიტის კომპანიაში, იმ დროს როცა ქსტინგები ტარდებოდა ერტ ერთი კომპანია სადაც ქუქიმ მონაწილეობა მიიღო სწორედ ბიგჰიტი იყო, სადაც მას ეგულებოდა თავის ნაცნობი kim namjoon-ი, რომელსაც ძალიან აფასებდა, მრავალი კომპანიიდან მან სწორად ბიგჰიტი ამ ადამიანის გამო აირჩია.

ამ ყველაფრის შემდეგ კი ოჯახებისაგან მოშორებით, რომლებიც ყველაზე ძვირფასები იყვნენ ამ ორი ადამიანისათვის, სეულის შუაგულში იწყებოდა ახალი ისტორია, ახალი ერა ქეიპოპ ინდუსტრიაში, ახალი ოჯახი, მეგობრები, სიყვარული და სხვა მრავალი, რომლებიც უამრავ მტკივნეულ თუ ბედნერ მოგონებებს სთავაზობდა მათ.

"თექუქი" ანუ აკრძალული სიყვარულიWhere stories live. Discover now