Part title

72 2 2
                                    

დავიღალე,მას შემდეგ რაც გაგვიტაცეს და ფურგონში ჩაგვსვეს მუდამ ხმაური მესმის,ზოგი ტირის,ზოგი იგინება,ზოგიც კი გამტაცებელს სიკვდილით ემუქრება,ყოველივე ეს კი უშედეგოა,მიუხედავად მათი მუქარისა,პასუხი მხოლოდ ცინიკური და დამცინავი ჩაცინებაა.ამ ყველაფერს რამდენიმე საათია,რაც ვიტან და მოთბინების ფიალა მევსება,თავს ვეღარ ვაკონტროლებ და ბოლო ხმაზე ვყვირი,რომ გაჩუმდნენ. ყველანი გაკვირვებული მიყურებენ,გონს ვერ მოდიან,ბოლო-ბოლო მეც ხომ მსხვერპლი ვარ და გამიტაცეს,მაგრამ მაინც ვინარჩუნებ სიმშვიდეს და საღ გონებას არ ვკარგავ.ვცდილობ მათ თვალი ავაცილო და სხვა მხარეს ვიყურები,სადაც გამტაცებლის კმაყოფილ და თითქოს ამაყ მზერას ვამჩნევ.არ ვიბნევი და იმის მაგივრად თავი გავატრიალო,დაჟინებით ვაკვირდები და ვცდილობ ჩემი გრძნობები დავბლოკო.ის კი უბრალოდ მიღიმის,არც ცინიკურად და არც ფარული მოტივებით,სახეზე ღიმილი აქვს აკრული,რომელიც არანაირ ქვეტექსტს არ შეიცავს და ეს ძალიან მაბნევს. დაახლოებით 1საათის შემდეგ ის მანქანისან გადადის და მიყრუებულ მარკეტში შედის,ფურგონში მყოფი ადამიანები კი ცდილობენ მანქანიდან გადმოსვლას,ამაზე კი მეცინება,რაოდენ სულელი უნდა იყო იმისთვის,რომ იფიქრო გამტაცებელი კარებს ღიას დატოვებდა.უშედეგო მცდელობების შემდეგ ისინი ნებდებიან და თავიან ადგილებს უბრუნდებიან,მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ჯერ კიდევ განაგრძობს მცდელობებს და სარჭით აღებს კიდეც მანქანის კარებს.რამდენიმე მსხვეროლი ასწრებს მანქანიდან გადასვლას და გაქცევას,მაგრამ მარკეტიდან ახლად გამოსული გამტაცებელი მათ ტყვიას ახლის და უსიცოცხლო სხეულები მიწაზე ალაგ-ალაგ იყრება.ის კი აუღელვებლად ჯდება მძღოლის ადგილას და გზას მშვიდად აგრძელებს.უცბათ თვალი რაღაცას მოვკარი,უფრო სწორედ ვიღაცას,როგორც ჩანს ერთ-ერთი მათგანი გადარჩენილა და ყველასგან შეუმჩნევლად გაქცევა მოუხერხებია.იღბლიანი აღმოჩნდა,სამწუხაროა,რომ მიწაზე დაყრილმა გვამებმა ეს ვერ მოახერხეს.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 12, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

გატაცებულნიWhere stories live. Discover now